მთავრობის საკითხზე კენჭისყრამ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებაზე მიანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Sep.'07 / 10:37

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე ჩატარებულმა კენჭისყრამ საკანონმდებლო ორგანოში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების პირველი ნიშნები გამოკვეთა, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დასაყრდენი ძალა გახდება პარლამენტში, იტყობინება ქართული მედია.

მთავრობის განახლებულმა შემადგენლობამ 7 სექტემბერს უმრავლების ნდობა მოიპოვა, თუმცა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, თეო ტლაშაძემ მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ქეთევან მახარაშვილმა თავი შეიკავა. ეს მიანიშნებს, აცხადებს ქართული მედია, რომ ეს დეპუტატები მმართველ პარტიასთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავენ.

პრესა áƒ“იდი ხანია ვარაუდობს, რომ ეს ორი დეპუტატი მმართველი პარტიის იმ áƒ™áƒáƒšáƒ”გებს შორის არიან, რომლებიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერი ახალი საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რისთვისაც მინიმუმ 10 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია განიხილავს ტლაშაძის მიერ ახალი კაბინეტის წინააღმდეგ ხმის მიცემის საკითხს.

გასული წლის ნოემბერში თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში გადაყვანით უკმაყოფილო ირაკლი ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა. მას შემდეგ ვრცელდება ვარაუდები, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა ის მმართველ პარტიას დაუპირისპირდება და არა პრეზიდენტ სააკაშვილს.

დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა მრეწველთა პარტიიდან გასულ თვეს განაცხადა, რომ ის ოქრუაშვილის პოლიტიკურ პარტიაში და ახალ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრიანებას აპირებს.

დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც 10-კაციან საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობს, განაცხადა,  რომ ცაგარეიშვილის წასვლის შემდეგ მის ფრაქციაში მაჟორიტარი დეპუტატი კახა რუსია შევა.

 

Civil.Ge © 2001-2024