მერაბიშვილი: პოლიციამ კოდორში აფხაზი ”დივერსანტები” მოიგერია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Sep.'07 / 10:58

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 სექტემბერს საღამოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ქართულმა პოლიციის ძალებმა ზემო კოდორის ხეობაში მშენებარე გზის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ოცეულს. 

მინისტრის განცხადებით, ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაკავებულია. არც ერთ მათგანს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოაჩნდა. დაკავებულები ზუგდიდში არიან გადაყვანილები. მიმდინარეობს გამოძიება.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, აფხაზური დაჯგუფება áƒ¡áƒáƒ•áƒáƒ áƒáƒ£áƒ“ოდ მიზნად ისახავდა áƒ›áƒ¨áƒ”ნებარე გზაზე დივერსიის მოწყობას. ზამთრის პერიოდში ეს გზა უზრუნველყოფს სახმელეთო კავშირს áƒ¥áƒáƒ áƒ—ული მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობასა და დანარჩენ საქართველოს áƒ¨áƒáƒ áƒ˜áƒ¡.

უფრო ადრე áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთის სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართული ძალები თავს დაესხნენ ტყვარჩელის რაიონში ახალწვეულთა საწვრთნელ ბანაკს.

 

Civil.Ge © 2001-2024