ექსპერტი ოქრუაშვილის ოპოზიციურ დებიუტს აფასებს
/ 27 Sep.'07 / 18:39
სივილ ჯორჯია

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე მწვავე ბრალდებებით გამოსვლამ გარკვეულწილად დააზარალა ხელისუფლების იმიჯი, თუმცა ის არც ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგეა, როგორც ერთი შეხედვით გამოჩნდა, აცხადებს Civil.ge-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგი, "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გია ნოდია.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც თავისი ოპოზიციური პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” პრეზენტაცია 25 სექტემბერს áƒ’ამართა, კრიტიკის მთავარ სამიზნედ პრეზიდენტი სააკაშვილი აირჩია და მის áƒáƒ“მინისტრაციას ფაშისტურ ტენდენციებში, მკვლელობების შეკვეთებსა და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებებში დასდო ბრალი.

ამ განცხადებების შემდეგ, აღნიშნავს ნოდია, áƒ®áƒ”ლისუფლებას მოუწევს უფრო ფრთხილი áƒ’ახდეს და კრიტიკის ნაკლები საბაბი დაუტოვოს ოპონენტებს.

რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებული ისეთი ძალის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა, როგორიც ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პარტიაა?

საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო ოქრუაშვილის ახალი ძალის გამოჩენის მიმართ და გარკვეულწილად ამის გამო ოპოზიცია პარალიზებულიც კი იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში.

თუმცა ფაქტი უკვე შედგა და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად რეალურ ძალად იქცევა ოქრუაშვილის პარტია და შეძლებს თუ არა კონკურენცია გაუწიოს სააკაშვილს.

უნდა ითქვას, რომ მისი გამოჩენა მართლაც ეფექტური იყო, რადგან ის მძიმე ბრალდებები, რომელიც მან ხელისუფლებას წაუყენა ერთის მხრივ ზიანს აყენებს ხელისუფლებას და აზარალებს მის იმიჯს, თუმცა მეორეს მხრივ, შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს თავად ოქრუაშვილს.

თუმცა ასეთი სკანდალით პოლიტიკაში შემოსვლა უფრო მისი სისუსტის მაჩვენებელია და მისთვის არ არის იმედის მომცემი. სისუსტე კი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდანვე ყველა კოზირს ჩამოდიხარ და ცოტა სათქმელს იტოვებ, - არჩევნებამდე კი მთელი ერთი წელია. ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივაში მას რესურსი არ ეყოფა.

რაც შეეხება მის განცხადებებს ის უთუოდ მწვავე, მაგრამ ამავე დროს დაუსაბუთებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებისათვის ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანია ეს კამპანია, რადგან საზოგადოების ნაწილი ამ განცხადებებს მტკიცებულებების გარეშეც დაიჯერებს.

რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პროცესებზე ოქრუაშვილი თავისი ახალი პარტიით?

ოქრუაშვილის გამოჩენას გავლენა უსათუოდ ექნება პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმ თვალსაზრისით, რომ ის შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს, მათ შორის კონფრონტაციის გაძლიერების კუთხითაც.  ანუ კონფრონტაცია უფრო ზედა რეგისტრში გადავა და ოპონენტებს ერთმანეთთან პაექრობისას სიტყვებიდან საქმეებზე მოუწევთ გადასვლა.

რამდენად მომგებიანია ხელისუფლებისთვის ის პოზიცია, რომელიც მან  ოქრუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ აირჩია?

ვფიქრობ, ხელისუფლებამ სწორი ტაქტიკა აირჩია, როცა ოქრუაშვილს ირონიითა და ფაქტიურად, იგნორირებით უპასუხა. ვფიქრობ, რომ ეს ასეც გაგრძელდება მანამ, სანამ რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები არ დაიდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის მხრიდან, თუკი ასეთი არსებობს. ამ ეტაპზე პასუხის გაცემა კი გარკვეულწილად ბრალდებების სერიოზულობის აღიარებასაც ნიშნავს.

უდავოა, რომ ოქრუაშვილის ასეთ ოპონენტად გამოჩენა სააკაშვილისთვის ორმაგად მტკივნეულია. ერთი იმიტომ, რომ ეს ადამიანი წლების განმავლობაში მისი მარჯვენა ხელი იყო და მეორეც, უშუალოდ მის მიმართ გაკეთებული უმწვავესი ბრალდებების გამო.

რამდენად მოსალოდნელია ცვლილებები სააკაშვილის მართვის სტილში?

უარეს სცენარში სააკაშვილის მმართველობა შეიძლება გახდეს უფრო რეპრესიული. ამის წინაპირობა უკვე გამოჩნდა გორის მოვლენების და დიმიტრი ქიტოშვილის დაპატიმრების სახით, რაც შეიძლება უშუალოდ ოქრუაშვილის ფიგურას უკავშირდებოდეს.  áƒáƒ›áƒ“ენად, საკმაოდ ადვილია მისი [ოქრუაშვილის] áƒ™áƒáƒ áƒ£áƒ¤áƒªáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ დადანაშაულება; ეს ჯერ-ჯერობით არ ჩანს, მაგრამ მას შეიძლება ასევე დაბრალდეს დესტაბილიზაციის მცდელობა. 

თუმცა რეალურად თუ შევხედავთ, საფრთხე ოქრუაშვილის მხრიდან ისეთი დიდი არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით გამოჩნდა. ამიტომაც თუ ხელისუფლება შეინარჩუნებს სიმშვიდეს და გამოიჩენს კეთილგონიერებას  უნდა გააგრძელოს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა.

თუმცა, იმავდროულად, ხელისუფლებამ გაცილებით ნაკლები საბაბი უნდა მისცეს ოპონენტებს დემოკრატიული პროცესების და კანონის უზენაესობის კუთხით კრიტიკისათვის.

Civil.Ge © 2001-2024