თბილისის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტი ამოწურულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Sep.'07 / 20:10

თბილისში მე-4 ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეებს შორის შელაპარაკების შედეგად მომხდარი სროლების ინციდენტი ამოწურულია, დაჭრილები არ არიან, განუცხადა დღეს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნანა ინწკირველმა ჟურნალისტებს.

 

მისი ინფორმაციით,   15-20 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ”მას შემდეგ რაც მათ ოფიცრებისაგან მიიღეს შენიშვნა ანუ მოხდა ალკოჰოლის აკრძალვა, დაიწყო სროლები”.

 

ინწკირველის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, თუ საიდან მოხდა ალკოჰოლი სამხედრო ნაწილში.

 

Civil.Ge © 2001-2025