პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Sep.'07 / 15:44
სივილ ჯორჯია

პარლამენტის წინ სულ ცოტა áƒ®áƒ£áƒ—ი ათასი მოქალაქე შეიკრიბა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

თავის მხარდამჭერთა სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც აქციაზე დეპუტატმა კოკა გუნცაძემ წაიკითხა, ოქრუაშვილმა ერთიანობისაკენ მოუწოდა.

”გაერთიანდით და იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად, იბრძოლეთ ამ ტირანის თავიდან მოსაცილებლად, ოღონდაც სამართლებრივი მეთოდებით,” აცხადებს ოქრუაშვილი წერილში.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდა საპროტესტო აქციას, გარდა ახალი მემარჯვენეებისა, რომელთაც საგანგებოდ განაცხადეს უარი აქციაში მონაწილეობაზე.

აქციაზე გამომსვლელმა ოპოზიციური ლიდერების უმრავლესობამ ერთიანობისაკენ და ”უსამართლობის” წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა ხალხს. აქციაზე ასევე გაისმა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია ჯერ-ჯერობით მშვიდობიან ხასიათს ატარებს. თუმცა აქციის მონაწილეებსა და áƒžáƒáƒšáƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒ¡ შორის მოხდა უმნიშვნელო შეხლა-შემოხლა, როდესაც აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს კეტავდნენ. 

სპეცდანიშნულების რაზმის მცირე ჯგუფი ახლომდებარე ბაღშია განთავსებული, ხოლო დაახლოებით თორმეტი ავტობუსი სპეცრაზმელებით ვარდების მოედანზეა მობილიზებული.

დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა áƒáƒžáƒáƒ–იციას თავშეკავებისკენ მოუწოდეს იმ განცხადებების ფონზე, áƒ áƒáƒ›áƒšáƒ˜áƒ—აც áƒáƒžáƒáƒ–იციონერმა დეპუტატებმა მოუწოდეს ”თავიდან მოეშორებინათ” და ”დაემხოთ” áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ რეჟიმი.

”გუშინ რამოდენიმეჯერ მოვისმინე ტერმინი ”დამხობა.” მინდა ყველა გავაფრთხილო, ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და რამე ტიპის ძალადობისკენ არ წაუცდეს ხელი თორემ სახელმწიფოდ პასუხი, როგორც ეს უნდა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში, იქნება უმკაცრესი, კანონის ფარგლებში, მაგრამ უმკაცრესი,”- განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.

”საქართველოში ცეცხლი არ ანთია. ის ადამიანი, რომელიც შეეცდება ცეცხლი დაანთონ ქვეყანაში, მიიღებს ადექვატურ პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან,” - განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.

 

Civil.Ge © 2001-2024