საპატრიარქო კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Sep.'07 / 16:44

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის თემატიკის გამოყენებისაგან და უფრო მეტად ”კონსტრუქციულნი და კორექტულნი” იყვნენ ერთმანეთის მიმართ.

”მართალია აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული ცხოვრების ჩვეული წესია, მაგრამ მასაც აქვს თავისი ზღვარი და ფორმები და მისი გადაზრდა მძაფრ დაპირისპირებაში ქვეყნისათვის მეტად საშიშია, რადგან შეიძლება გამოყენებული იქნეს გარეშე ძალების მიერ,”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც 28 სექტემბერს გავრცელდა.

ეს განცხადება კეთდება თბილისში მიმდინარე ოპოზიციის ანტისახელისუფლებო აქციის ფონზე, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას უკავშირდება. áƒ“აკავებამდე ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ეკლესიის სიძულვილში დაადანაშაულა.  

საპროტესტო აქციის წინ ხელისუფლებამ მოუწოდა ოპონენტებს თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისაგან, რასაც ”ადეკვატური პასუხი” მოყვება. 

 

Civil.Ge © 2001-2024