პუტინი იმედოვნებს, რომ მასობრივი აქციები საქართველოში მშვიდობიანი იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Sep.'07 / 11:44

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაპატიმრება და საპროტესტო აქცია, ”საქართველოს შიდა საქმეა”.

”იმედი გვაქვს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იქნება და ორივე მხარე გამოიჩენს თავშეკავებას და შორსმჭვრეტელურ პოლიტიკურ ხედვას,” - განაცხადა პუტინმა, ”იმედი გვაქვს, ეს არ გადაიზრდება შეტაკებებსა და მსხვერპლში”.

პუტინმა ეს განცხადებები ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა თავის რეზიდენციაში áƒ¡áƒáƒ­áƒ¨áƒ˜ მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთება.

Civil.Ge © 2001-2024