სააკაშვილი: ოქრუაშვილის ბრალდება სიცრუეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Sep.'07 / 14:50

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის áƒ›áƒ®áƒ áƒ˜áƒ“ან მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები ”სიცრუეა”. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ”ხელშეუხებელი” არავინაა.

ეს განცხადება პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთან ზემო კოდორის ხეობაში გამგზავრებამდე გააკეთა:

”მე მინდოდა შეგხვედროდით და გამეკეთებინა კომენტარი ამ ბოლო დღეების მოვლენებზე იმისათვის, რომ ამ თემას უკვე ზემო აფხაზეთში აღარ დავუბრუნდე.

მე მინდა, პირველ რიგში, გითხრათ, რომ ჩემთვის ადამიანურად ძალიან მძიმეა, რაც გააკეთა ოქრუაშვილმა იმიტომ, რომ მე შეჩვეული ვარ ყველანაირ ბრალდებებს ჩემს მიმართ, ჩემი ახლობლების მიმართ, მაგრამ ეს არის კაცი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, განსხვავებით ბევრი იმ ადამიანისგან, ვინც ამაზე ლაპარაკობდა.

ამ კაცმა დაგვაბრალა ის, რაც მან ძალიან კარგად იცის, არის მთავარი პრინციპი ჩემი ცხოვრების, რის წინააღმდეგაც მე ვილაშქრებ - ნათესაურ-კლანურ-კორუფციული გარიგებები; დაგვაბრალა ის, რაც არის ყველაზე მიუღებელი áƒ“ა ყველაზე ისეთი რამ, რაც არასოდეს არ გაგვიკეთებია და ვერასოდეს ვერ გავაკეთებდით და მან ეს ბრწყინვალედ და მშვენივრად პიროვნულად იცის.

ამიტომ მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავინ არ დააბრალოს პრეზიდენტს სასამართლოზე გავლენის მოხდენა და სამართლებრივ პროცესში ჩარევა, სასამართლოს გადასაწყვეტია ყველაფერი და არავინ კუდი არ მიაბას იმას, მე რას ვაპირებ ამ სასამართლო პროცესთან მიმართებაში, კონკრეტულ ბრალდებებთან მიმართებაში. კონსტიტუციით და კანონით მე არ მაქვს უფლება ამაში ჩავერიო.

მაგრამ ერთი რაღაცა დაიმახსოვროს ყველამ, თუ ადამიანმა მოიპარა ფული; თუ ადამიანმა ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც ახლა ვქმნით; თუ ადამიანმა აიღო ბოლომდე თავზე ხელი სამართალთან მიმართებაში, რა ლაპარაკიც არ უნდა დაიწყოს, რა შანტაჟსაც არ უნდა áƒ›áƒ˜áƒ›áƒáƒ áƒ—ოს, როგორი იმედიც არ უნდა ჰქონდეს, რომ სრულიად  áƒ›áƒ˜áƒ£áƒ¦áƒ”ბელი დაგაბრალოს, რომ ტალახში ამოგსვაროს, სამართალი მაინც აღსრულდება და სახელმწიფო მაინც თავის როლს შეასრულებს.

შევარდნაძის გათახსირებულ მთავრობაში ვიყავი იუსტიციის მინისტრი, წამოვედი იქიდან ჯიბეში მედო 100 ლარი ფული. მახსოვს áƒáƒ¤áƒ˜áƒ¡áƒ˜, რომ ვიქირავეთ ”ნაციონალური მოძრაობის”, 50-50 ლარს ვაგროვებდით ყოველთვიურად მე და ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ახლა პარლამენტში ზის. რანაირად უნდა გაეკეთებინა ვიღაცას ჩემს მთავრობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროს მილიონობით ფული და აღმოჩენილიყო მილიონობით დოლარი ფული.

ეს არის ნათელი გაკვეთილი პირადად ჩემთვის და ყველასათვის, რომ ხელშეუხებელი ადამიანები áƒ“ა შეუმოწმებელი ტერიტორიები არ უნდა არსებობდეს, აღარ არსებობს და არასდროს იარსებებს საქართველოში.

აი ასეთი არის ჩემი მმართველობა და ასეთია ჩვენი მმართველობა - კანონის უზენაესობა და ყველასთვის თავისი ადგილის მიჩენა, ვინც დაარღვევს ამ კანონს.

პრესა არის თავისუფალი საქართველოში, განსხვავებით ბევრი ადგილისგან. ყველას შეუძლია ილაპარაკოს რაც უნდა, რამდენიც უნდა, რამდენიც უნდა ლაფი გვასხან, მაგრამ  ეს ვერ გააჩერებს და ვერ დააშანტაჟებს იმ ხალხს, ვისაც სინდისი აქვს სუფთა. ეს არის და ეს, რისი თქმაც მინდოდა”.

ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი ყოფილი თანაგუნდელის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებზე, რომელმაც პრეზიდენტს მკვლელობების შეკვეთაში და ”ფაშისტურ” მმართველობაში დასდო ბრალი.

ამ განცხადებების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში წაყენებული ბრალდებების საფუძველზე.

 

Civil.Ge © 2001-2024