ახალი მემარჯვენეები ოქრუაშვილის ბრალდებების საპარლამენტო გამოძიებას ითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Oct.'07 / 15:41

ახალი მემარჯვენეების ოპოზიციური ფრაქცია გამოდის ინიციატივით პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს, დაპატიმრებამდე ორი áƒ“ღით ადრე, áƒ¢áƒ”ლეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” სხვა ბრალდებებთან ერთად განაცხადა, რომ მას პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია; ოქრუაშვილმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ბრალდებებს ”სიცრუე” უწოდა.

”საგამოძიებო კომისიის მუშაობა ან დასრულდება პრეზიდენტის იმპიჩმენტით ან ამ ბრალდებების გაქარწყლებით,”- განუცხადა ჟურნალისტებს ახალი მემარჯვნეების წარმომადგენელმა, დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ. 

ფრაქცია მრეწველების განცხადებით, ხელისუფლება უნდა დათანხმდეს კომისიის შექმნას, რადგან ეს მათ ინტერესებშიც შედის; თუმცა ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი აცხადებს, რომ კომისიის შექმნას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ შემადგენლობაში მმართველი პარტიის დეპუტატები არ იქნებიან უმრავლესობაში.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც უკვე მიმართა ზეპირი თხოვნით პროკურატურას შეისწავლოს ოქრუაშვილის ბრალდებები, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს კომისიის შექმნის საკითხს.  

”ნებისმიერი ისეთი ასპექტი ოქრუაშვილის განცხადებისა, რომელიც შემოწმებადია საერთოდ და არ არის მხოლოდ იმაზე დაფუძნებული, რომ მე ვთქვი და მორჩა,  ამის შემოწმება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს მოხდება პროკურატურის მიერ,”- áƒ’ანაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა áƒ’იგა ბოკერიამ.

თუმცა ახალ მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ და პარლამენტმა პარალელურად და ”ურთიერთჩაურევლად” უნდა აწარმოონ გამოძიება ოქრუაშვილის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებზე.

Civil.Ge © 2001-2024