გენპროკურორის მოადგილე ევროპის სასამართლოს მოსამართლე გახდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Oct.'07 / 18:13

გენერალური პროკურორის მოადგილე ნონა წოწორია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე გახდა საქართველოდან.

იგი იმ 12 ახალ მოსამართლეს შორისაა, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2 ოქტომბერს აირჩია.

წოწორია, რომელიც თავისი უფლებამოსილების შესრულებას 2008 წლის 1 თებერვლიდან შეუდგება, ექვსწლიანი ვადით იქნა არჩეული.  

Civil.Ge © 2001-2025