ოქრუაშვილი მზად არის ანტისახელისუფლებო ბრალდებებზე პროკურატურას ჩვენება მისცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Oct.'07 / 15:57

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მზად არის ოფიციალურად მისცეს ჩვენება გამოძიებას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ დაკავებამდე ორი დღით ადრე გააჟღერა, განაცხადა დღეს áƒáƒ¥áƒ áƒ£áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜áƒ¡ ადვოკატმა ეკა ბესელიამ.

ამის შესახებ დღეს ბესელიამ ოფიციალური წერილით მიმართა გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.

”ეს მისი [ოქრუაშვილის] თხოვნაა, რომ მოხდეს ამაზე წერილობითი სახით მიმართვა... იგი მზად არის მისცეს ჩვენება და მიეცეს სამართლებრივი ფორმა ყველა იმ ბრალდებას, რომელზეც იგი საუბრობდა... რამდენადაც დაცვის მხარე მისი დაპატიმრების ფაქტს უკავშირებს სწორედ ამ სკანდალურ განცხადებებს”- განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა 25 სექტემბერს მძიმე ბრალდებები წაუყენა პრეზიდენტ სააკაშვილს. მან  განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია; ასევე ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია განაცხადა რა, რომ ჟვანია იმ სახლში არ გარდაცვლილა, სადაც მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

ამ ბრალდებებიდან ორ დღეში ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებების გამო დააპატიმრეს. თუმცა ის პროკურატურის ბრალდებებს არ აღიარებს და საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

დღესვე, ოქრუაშვილის დაკავების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ. მისი თქმით, áƒ®áƒ”ლშეუხებელი არავინაა და ყველა აგებს კანონის ძალით პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.

”მე რომ ძალიან ბევრი მილიონი მოვიპარო ჩემი სამინისტროს ბიუჯეტიდან, მე რომ ჩავუჯდე წილებში კომპანიებს და შემდეგ, როდესაც ამ საქმეებს გამოიძიებენ, დაიჭერენ ჩემს თანამზრახველებს და ჩემ დაჭერამდე ერთი დღით ადრე გამოვიდე და ვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის უცხო პლანეტელი და ყოველ დილას ჭამს ბავშვებს - ეს ხომ არ ცვლის არაფერს და არ ნიშნავს იმას, რომ ვარ პოლიტპატიმარი და მაქვს რაიმე იმუნიტეტი სამართლის წინაშე,”- განაცხადა 5 ოქტომბერს არველაძემ, ”ზუსტად ასეთი შემთხვევაა ოქრუაშვილთან დაკავშირებით”.  

Civil.Ge © 2001-2024