დანიელ ფრიდი: ოქრუაშვილის დაპატიმრება ”სრულიად მოულოდნელი” იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Oct.'07 / 12:53

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ”სრულიად მოულოდნელი” იყო, განუცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა ჟურნალისტებს 5 ოქრომბერს ვაშინგტონში.

მან უარყო ის მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოქრუაშვილის დაჭერა აშშ-ს ადმინისტრაციასთან შეათანხმა. ”ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მუშაობს,” - განაცხადა მან.

თუმცა, ფრიდმა დასძინა: ”ნებისმიერი ამგვარი ტიპის დაპატიმრება გარკვეულ სერიოზულ კითხვებს ბადებს და ჩვენ ამაზე ვესაუბრეთ ქართველებს”. 
 

Civil.Ge © 2001-2024