ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თარხნიშვილი დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'07 / 10:13

როგორც მოსალოდნელი იყო, 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა. მისი კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ეს კანდიდატურა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგანაც მიჩნეულია, რომ თარხნიშვილი მმართველ პარტიასთან,  კერძოდ კი დეპუტატ გიგა ბოკერიასთან დაახლოებული პირია.

ცსკ-ს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გურამ ჩალაგაშვილი აგვისტოს ბოლოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

Civil.Ge © 2001-2024