ოქრუაშვილი დანაშაულს აღიარებს და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Oct.'07 / 14:14
სივილ ჯორჯია

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, მას შემდეგ რაც მან აღიარა გამოძალვისა და სამსახურეობრივი გულგრილობის შესახებ წაყენებული ბრალდებები, 8 ოქტომბერს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

გენპროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას, განცხადებით ოქრუაშვილი მას შემდეგ დატოვებს საპატიმროს, რაც 10 მლნ ლარის ოდენობით ”უპრეცედენტო” გირაოს გადაიხდის, თუმცა ”გირაო áƒáƒ  გულისხმობს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას”.

იმავდროულად, გვარამიას განცხადებით, დაიწყო გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილის იმ სატელევიზიო ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდეტ სააკაშვილისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გააკეთა.

ოქრუაშვილს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა დამატებითი ინფორმაცია, საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები ყველა იმ განცხადებაზე, რომელიც მან გააკეთა ტელეკომპანია ”იმედის” áƒ”თერით 25 სექტემბერს, აცხადებს გვარამია.

”ირაკლი ოქრუაშვილის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არცერთი დამატებითი ინფორმაცია, არცერთი მტკიცებულება,”- áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒáƒ•áƒ¡ იგი.

გვარამიას ამ განცხადებას áƒ–ურგს უმაგრებს ოქრუაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ  გაავრცელა.

ამ ჩვენებაში ოქრუაშვილი უარყოფს მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა áƒ‘რალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთაზე და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე áƒ“ა áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებს, რომ ეს განცხადებები ”პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად” სჭირდებოდა.

”პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩემი პირობების ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩასაყენებლად,”- აცხადებს ოქრუაშვილი ვიდეო-ჩანაწერში მიერ მიერ გაკეთებული ბრალდებების მოტივებზე.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი გეგმების შესახებ სრულად იყო ინფორმირებული ბიზნესმენი და ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელი ბადრი პატარკაციშვილი.

”პერიოდულად მე მქონდა შეხვედრები, როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ ბადრი პატარკაციშვილთან და მის ლიკვიდაციასთან გაკეთებული განცხადება ასევე განპირობებული იყო იმ მოტივით, რომ მასაც მიეღო პოლიტიკური დივიდენდები, რაც იმავდროულად ნიშნავდა ჩემი პოლიტიკური საქმიანობისათვის მისი ტელეკომპანიის მხარდაჭერას,”- განაცხადა ოქრუაშვილმა, ”მასთან შეხვედრების დრო მე მას პერიოდულად ვაცნობდი გეგმებს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ”.  

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ნათქვამი თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი ავალებდა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას მოეგროვებინათ კომპრომატები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ”არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად, ინფორმაციას და მტკიცებულებებს ასევე არ ვფლობ”.

მან ასევე უარყო განცხადებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფლობს წილებს საქართველოს რკინიგზაში, ”ბილაინის” ადგილობრივ ოპერატორ კომპანიასა და ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ში. 

”მსგავსი მტკიცებულებები არ გამაჩნია და შესაბამისი განცხადებაც ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დისკრედიტაციას,”- განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე არიან თუ არა ჩართულები ვანო მერაბიშვილი და გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია კორუფციაში, როგორც ადრე საჯაროდ განაცხადა.  

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია 200 ათასი დოლარის ქრთამის გამოძალვის ფაქტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მაღალჩინოსანისაგან. ოქრუაშვილმა ადრე განაცხადა, რომ სამი წლის წინ ფაქტზე დააკავა ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით გაუშვა.

”რაც შეეხება პრეზიდენტის ბიძაშვილის [ნიკა ალასანიას] მონაწილეობას იარაღით ვაჭრობაში, ეს საკითხი მსმენია ჭორის დონეზე და ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ,”- განაცხადა ოქრუაშვილმა მორიგ ბრალდებასთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი áƒ—ავად გამოთქვა.

ოფიციალურად მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოქრუაშვილმა აღიარა, რომ მან და პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა მართლაც აიძულეს ყოფილი პარლამენტარი ჯემალ სვანიძე ნომინალურ ღირებულებად, 250 ათას აშშ დოლარად დაეთმო თავისი წილი ”ჯეოსელში”, რომლის რეალური ღირებულებაც 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.

”ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სვანიძე ფლობდა ”ჯეოსელის” 2,5%-იან  წილს. განზრახული მქონდა რა ამ წილის დაუფლება, დიმიტრი ქიტოშვილს მოველაპარაკე შეხვედროდა სვანიძეს და მოეთხოვა მისგან მისი კუთვნილი წილის ჩვენთვის გადმოფორმება... წინააღმდეგ შემთხვევაში შეექმნებოდა პრობლემები,”- განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ასევე აღიარა სამსახურეობრივ გულგრილობაში წაყენებული ბრალი. ”ვაღიარებ მხოლოდ გულგრილობას, კერძოდ იმას, რომ ჩემდამი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობას შესაძლოა áƒáƒ  გავუწიე ჯეროვანი კონტროლი”, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

გარდა ამ ბრალდებებისა, პროკურატურა მას ასევე ედავება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ფულის გათეთრებაში მონაწილეობას.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024