პატარკაციშვილმა თბილისში ჩამოსვლისას პირველი კომენტარები გააკეთა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Oct.'07 / 19:53

გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც გუშინ მმართველმა პარტიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში” დაადანაშაულა, დღეს ლონდონიდან თბილისში ჩამოფრინდა.

აეროპორტში მან  საკუთარ ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს ის გაიქცა ქვეყნიდან, ”მტკნარი სიცრუეა”.

”რუსთავი 2”-მა, რომელიც სახელისუფლებო ტელეკომპანიად მოიაზრება, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ პატარკაციშვილმა საქართველო დატოვა და ლონდონში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოქრუაშვილის აღიარებითი ჩვენება გადაიცა ტელევიზიით.

8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, რომ თითქოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას” ისახავდა მიზნად.

”გუშინ ლონდონში ჩვენი ფრენა გადაიდო და ამის მიზეზად საჰაერო ნავიგაციამ დაასახელა რუსეთიდან სომხეთში ურანით დატვირთული თვითმფრინავის გადაფრენა,”- განაცხადა პატარკაციშვილმა, ”თუმცა ამ დროს აფრინდა ”ბრითიშ ეარვეისის” თვითმფრინავი და გასაგებია, რომ ეს მოგონილი მიზეზი იყო”.

”საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელმა გიორგი კარბელაშვილმა 9 ოქტომბერს ასევე დაადასტურა, რომ პატარკაციშვილის კერძო თვითმფრინავი თბილისის აეროპორტის დატოვებას 8 ოქტომბერს, დილის 11 საათზე გეგმავდა, თუმცა ფრენა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. თვითმფრინავი იმავე დღეს, დღის 2 საათის შემდეგ áƒ’აფრინდა. ინფორმაცია ოქრუაშვილის აღიარების თაობაზე 8 ოქტომბერს დღის 2 საათზე გახდა ცნობილი.

”ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მე ვიცოდი ოქრუაშვილის განცხადებების შესახებ და ამიტომ გავფრინდი 15 წუთში, არის მტკნარი სიცრუე,”- განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა.

მან დღეს ტელეკომპანია იმედს ასევე განუცხადა: ”რა თქმა უნდა, გამიხარდა ირაკლი ოქრუაშვილი, რომ გამოუშვეს და მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული დამსახურებაა იმ ხალხის, რომლებმაც ეს მოთხოვნა წარმოაყენეს. მივულოცავ მათ ამას”.

მან ასევე განაცხადა, რომ კომენტარებს მოგვიანებით გააკეთებს იმის გამო, რომ ”საქართველო ძალიან დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ამიტომ ამ 5 საათში, როცა მე მოვფრინავდი, ბევრი რაღაცები მოხდა”.

”ცოტას მოვემზადები და შემდეგ მოგცემთ კომენტარს,”- განუცხადა მან ”იმედის” ჟურნალისტს.

”თუმცა ახლავე მინდა ვთქვა ერთი რამ -  ერთი ბავშვი გამოდიოდა, ნახატებს აჩვენებდა,”- განაცხადა პატარკაციშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანზე, დეპუტატ დავით კირკიტაძეზე, რომელმაც გუშინ ჟურნალისტებში გაავრცელა კარიკატურული ნახატი, სადაც პატარკაციშვილის ულვაშების ქვეშ გამოსახულები იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები.

”და მე მინდა ვუთხრა, რომ შვილო, როცა ასეთ რამეს აკეთებ - მე აქ საწყენად áƒ™áƒ˜ áƒáƒ  ვამბობ შვილოს მეთქი, ჩემი შვილის ტოლი ხარ და არ ვიცი უბრალოდ გვარი, სახელი და იმიტომ ვამბობ შვილო-მეთქი -  ნახატებს რომ დახატავ, უფროსებსაც აჩვენე, მერე შეიძლება არ მოგიწონონ და პრობლემები შეგექმნას. მე ასე ვაკეთებდი ბავშობაში და ეს ჩემი რეკომენდაცია იქნება,”- განაცხადა პატარკაციშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024