ოქრუაშვილი ’ამ ეტაპზე’ პოლიტიკას ჩამოცილდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Oct.'07 / 15:43

ირაკლი ოქრუაშვილი დროებით ჩამოცილდება პოლიტიკას, განაცხადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის თანაპარტიელმა, დეპუტატმა კოკა გუნცაძემ 11 ოქტომბერს და იქვე დასძინა, რომ მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის  წევრებს ოქრუაშვილის მიმართ ”პრეტენზიები არ გააჩნიათ”.

ეს განცხადება კოკა გუნცაძემ იმ 2-საათიან შეხვედრაზე დაყრდნობით გააკეთა, რომელიც 10 ოქტომბერს ციხიდან გამოსულ ოქრუაშვილთან, მისივე სახლში შედგა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დეპუტატი გია თორთლაძე.

დღეს ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს áƒ®áƒáƒ–ი, რომ ოქრუაშვილის მორალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა იმ აღიარებითი ჩვენებების შემდეგ, რომელიც ოპოზიციის განცხადებით, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლის შედეგია.

”შექმნილი ვითარების და ყველა ნიუანსის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოცილდება პოლიტიკას,”- განაცხადა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

”ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი საქმე გააკეთა,”- აღნიშნა მან,  ”ირაკლი ოქრუაშვილმა დაძრა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება მკვდარი წერტილიდან, áƒ˜áƒ áƒáƒ™áƒšáƒ˜ ოქრუაშვილმა გატეხა შიში და გამოიწვია 28 სექტემბერს უპრეცედენტო ხალხის გამოსვლა ქუჩაში, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა სიმართლე და დაარწმუნა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამ სიმართლეში, რაც მთავარია, áƒ›áƒáƒœ ბიძგი მისცა ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას, საერთო სახალხო მოძრაობის დაწყებას áƒ«áƒáƒšáƒáƒ“ობის და უსამართლობის წინააღმდეგ, ადამიანის თავისუფლების და ღირსების დასაცავად”. 

გუნცაძის განცხადებით, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის აგრძელებს ”გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით” დასახული გეგმების განხორციელებას და 2 ნოემბერს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იგეგმება,  ”ამ უზნეო ხელისუფლებას გავცემთ საკადრის პასუხს”.

ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური პარტიის  - მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის  - პრეზენტაცია 25 სექტემბერს გამართა. იმავე დღეს მან პრეზიდენტ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს მძიმე ბრალდებები წაუყენა.

ამ განცხადებების შემდეგ, 27 ოქტომბერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოთხი ბრალდებით დააპატიმრეს, რაც მისი მინისტრობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულობებს უკავშირდება. ბრალდებების ნაწილი ოქრუაშვილმა 8 ოქტომბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-ჩვენებაში აღიარა და ასევე უარყო ყველა ის ბრალდება, რომელიც ხელისუფლების პირველი პირების მისამართით გამოთქვა. აღიარებითი ჩვენებების შემდეგ ოქრუაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან, რაც პროკურატურის განცხადებით, ”არ გულისხმობს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას”.

 

 

Civil.Ge © 2001-2024