”ჯეობარი” მონაწილეს სექსუალური ორიენტაციის გამო დაატოვებინეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'07 / 10:56

”ჯეობარის” ერთ-ერთ მონაწილეს შოუ დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც მან  შოუს დაწყების პირველივე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონდა.   

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა კობა დავარაშვილმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება 20 წლის პაკო ტაბატაძის შოუდან გაგდების თაობაზე მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მან ღიად განაცხადა, რომ ის გეი იყო.  

”პირველ რიგში, ”ჯეობარი” არის გადაცემა, რომელიც პოზიტიური კუთხით უნდა აჩვენებდეს ახალგაზრდების ურთიერთობას და მათ სწრაფვას გამარჯვებისაკენ,” - განაცხადა დავარაშვილმა.

ტაბატაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელსაც კიდევ თერთმეტ მონაწილესთან ერთად 40 000 ლარის მოსაპოვებლად უნდა ებრძოლა, ქართულ ტელევიზიაში პირველი ღია განცხადება იყო ჰომოსექსუალობის შესახებ.

თბილისში, ივლისის თვეში áƒ›áƒáƒ¡ შემდეგ ჩაიშალა ტოლერანტობისადმი  მიძღვნილი ქუჩის აქცია, რაც გავრცელდა ხმები, რომ áƒ”ს გეი აღლუმი უნდა ყოფილიყო. აქციის ”ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი” ორგანიზატორებმა ამ ხმებს უსაფუძვლო უწოდეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გააფრთხილა, რომ áƒ¡áƒ”ქსუალურ უმცირესობათა აღლუმი áƒ“აპირისპირებას და შეტაკებას გამოიწვევდა.

Civil.Ge © 2001-2024