![]() |
|||
დღეს ახალი საპარლამენტო ფრაქციის ”ჩვენი საქართველო” პრეზენტაცია შედგა, რომელსაც დეპუტატი ვალერი გელბახიანი უხელმძღვანელებს. ფრაქცია ”ჩვენი საქართველო” ოპოზიციური იქნება, თუმცა შეეცდება კონსტუქციულ თანამშრომლობას მმართველ ძალასთან, აცხადებს ვალერი გელბახიანი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის პარტია ”აღორძინებაში” დაიწყო. ფრაქცია, გაერთიანებული ოპოზიციის მსგავსად, მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკით ჩანაცვლებას. ახალი 10-კაციანი ფრაქციის ძირითად ნაწილს შეადგენენ ფრაქცია ”დამოუკიდებელი მაჟორიტარების” ყოფილი წევრები: ვალერი გელბახიანი, ლევან გზირიშვილი, ვალერიან იზორია, ნიკა კვეზერელი, არსენ მგელაძე, ვიქტორ ჯაფარიძე; ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: გოჩა ჯოჯუა და გოგი წულაია; დეპუტატები ლეიბორისტული პარტიიდან თემურ დოლიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობიდან მერაბ ხურციძე. ამჟამად პარლამენტში სულ 8 ფრაქცია არსებობს, საიდანაც ოთხი ოპოზიციურია. |
|||
![]() |
Civil.Ge © 2001-2025