”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა შეიცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Oct.'07 / 10:23

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი კობა დავარაშვილი ირაკი ჩიქოვანმა შეცვალა, განაცხადა ”რუსთავი 2”-მა 21 ოქტომბერს.

ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა სარეკლამო კომპანია ”მედია ჰაუსს”, რომელიც ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ის, ”მზის” და ”პირველი სტერეოს” სარეკლამო დროის გაყიდვებს უზრუნველყოფს. სამივე ტელეკომპანია ერთ ჰოლდინგში ერთიანდება, რომლის ძირითადი აქციების მფლობელია დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”. დავით ბეჟუაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ძმაა.

”რუსთავი 2”-მა არაფერი თქვა გენერალური დირექტორის შეცვლის მიზეზებზე. თუმცა, ბოლო დროს გავრცელდა ხმები ჟურნალისტების უკმაყოფილების თაობაზე დავარაშვილის მენეჯმენტის სტილთან დაკავშირებით.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დავარაშვილის გათავისუფლებას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის გიორგი არველაძის მეგობარია, რაიმე ცვლილებები მოყვეს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში, რომელსაც ოპონენტები აკრიტიკებენ როგორც áƒ®áƒ”ლისუფლების მიერ მართვადს.
 

Civil.Ge © 2001-2024