ბათუმში ოპოზიციამ ხალხმრავალი აქცია გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Oct.'07 / 10:13

რამდენიმე ათასი მოქალაქე შეიკრიბა ბათუმში 23 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე.

აქცია ნაწილია ათი ოპოზოზიციური პარტიის ერთობლივი კამპანიის, რომლის ძირითადი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება. 2 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი, როგორც ოპოზიცია აცხადებს. გრანდიოზული საპროტესტო აქციის წინ, კამპანია რეგიონებში მიმდინარეობს. ბათუმის აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა რამდენიმე საათიანი შეკრების შემდეგ დაიშალა.

აჭარაში ჩასვლამდე ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქციები ჩოხატაურში და ოზურგეთში გამართეს.

დღეს კი ოპოზიცია ფოთში და სამტრედიაში გეგმავს გამგზავრებას. ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქცია ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონის სხვა ქალაქებში.

Civil.Ge © 2001-2024