ოპოზიცია ”ზომიერ” კამპანიას ახორციელებს
/ 26 Oct.'07 / 15:02
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც 2008 წლის აპრილში არჩევნების ჩატარების მოთხოვნით კამპანიას აწარმოებენ, გააძლიერეს საერთაშორისო მცდელობები, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ ზომიერ და არარადიკალურ ძალად.

ათი ოპოზიციური პარტიის მხრიდან სამ ლიდერს - საქართველოს გზის, რესპუბლიკელების და პარტია თავისუფლების áƒšáƒ˜áƒ“ერებს სალომე ზურაბიშვილს, დავით უსუფაშვილს და კონსტანტინე გამსახურდიას -  საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის მანდატი მიეცათ, რათა ინფორმაცია მიაწოდონ მათ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ოპოზიციის გეგმების შესახებ.

სამივე ლიდერი 25 ოქტომბერს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას შეხვდა.

ბრიუსელიდან ტელეკომპანია ”იმედთან” პირდაპირ ეთერში საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან და მისმა კოლეგებმა აუხსნეს ”ევროპელ მეგობრებს”, თუ რა მიზნები აქვს ოპოზიციას.

”ისინი ხშირად დამახინჯებულ ინფორმაციას იღებენ ჩვენს შესახებ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ზოგჯერ ესმით, რომ ჩვენ პრო-მოსკოვური ძალა ვართ ან რომ ჩვენ სერიოზული ძალა არ ვართ... შეხვედრის დროს ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ძალიან ზომიერი მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ არ ვართ რადიკალები. მათ ხშირად ესმით, რომ ჩვენ ახალი რევოლუცია გვინდა”.

ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღების გამახვილება ”ზომიერი მოთხოვნებზე” ცოტა ხნის წინ დაიწყეს მმართველი პარტიის განცხადებების საპასუხოდ, რომ ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს და ეს მოსკოვის მიზნებში ჯდება.

”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანია ”მოთოკოს ძალიან რადიკალური მოთხოვნები”, რაც ახლა პოპულარულია საზოგადოებაში.

გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი რევოლუციის მოწყობაა.

”სიმართლე გითხრათ, მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გავიგე მათი მოთხოვნების შინაარსი,” - განაცხადა მან, ”გულწრფელად გჯერათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მიზანი ეგ არის [აპრილში არჩევნების გამართვა]? მე áƒáƒ  მჯერა. ეს ხალხი მოუთმენელია. მათ არჩევნები არ უნდათ იმიტომ, რომ არჩევნებს წააგებენ ისე, როგორც ეს წინა ოქტომბერში [ადგილობრივი არჩევნების დროს] მოხდა,” - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ოპოზიციის კამპანიის უკან ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დგას.  

”ამას კარგ ორგანიზებას უკეთებს პატარკაციშვილი, რომელიც თავისი მედია საშუალებებით და ფულით ქვეყანაში ვირტუალურ რეალობას ქმნის. ეს არის გეგმა, რომელიც კარგად მუშაობს რუსეთში, დიდ ქვეყანაში, სადაც ვირტუალური რეალობა შეგიძლია გაასაღო, როგორც არსებული რეალობა. საქართველო კი პატარა ქვეყანაა ამისათვის ,” - დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, ”მაგრამ შენთან მოდის ადამიანი, რომელსაც დიალოგი არ აინტერესებს და აინტერესებს ის, რომ შარვალზე მოგაშარდოს”.

ათმა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი პოზიცია 17 ოქტომბერს ე.წ საგურამოს მანიფესტში ჩამოაყალიბა და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით ოთხი მოთხოვნით მიმართა. ეს მოთხოვნებია: პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე; არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ; მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე; გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები.

ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც საზღვარგარეთ მართავენ შეხვედრებს, ასევე აცხადებენ, რომ მათი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური კურსისადმი მხარდაჭერის áƒ¬áƒ˜áƒœ წამოწევა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დავით უსუფაშვილი და და კონსტანტინე გამსახურდია 26 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს ოფიციალურ პირებთან გამართავენ შეხვედრას, თავად ზურაბიშვილი კი პარიზში განაგრძობს ვიზიტს. მისი თქმით, მიუხედავად საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებებისა, საფრანგეთი ჯერ საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების áƒ¡áƒáƒ™áƒ˜áƒ—ხთან დაკავშირებით.   

”მე ვეუბნები საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის MAP-ზე [წევრობის სამოქმედო გეგმაზე] გადასვლა 2008 წლის აპრილისთვის [ნატოს ბუქარესტის სამიტის დროს]; MAP არის შანსი, რომელიც უნდა მიეცეს საქართველოს, რაც გაზრდის სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში,” - განაცხადა ზურაბიშვილმა, ”არა მგონია, რომ საპროტესტო აქციებმა ეს პროცესი შეაფერხონ. პირიქით, ჩვენ ვეუბნებით [ევროპელ პარტნიორებს], რომ ეს საპროტესტო აქციები იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ, არის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ დემოკრატია საქართველოში”.  

Civil.Ge © 2001-2024