”თბილისის წყალი” 85.6 მილიონ დოლარად გაიყიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'07 / 13:25

დედაქალაქის წყლით მომარაგების კომპანია ”თბილისის წყალი” Multiplex Solutions-მა 85.662 მილიონ აშშ დოლარად იყიდა, იტყობინება ეკონომიკის სამინისტრო. 

სამინისტრომ განაცხადა, რომ Multiplex Solutions შვეიცარული კომპანიაა, თუმცა დეტალური ინფორმაციის მოწოდება კომპანიის შესახებ ვერ შეძლო.

Multiplex Solutions AG 2005 წლის áƒáƒ’ვისტოში შეიქმნა ჟენევაში. ჟენევის სავაჭრო áƒ áƒ”ესტრის ცნობით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100 000 შვეიცარულ ფრანკს (დაახლოებით 85 000 აშშ დოლარს) შეადგენს. 100 000 შვეიცარული ფრანკი მინიმალური კაპიტალია შვეიცარიაში სააქციო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.

კომპანიის თბილისის ოფისმა განაცხადა, რომ მას წყალგანაწილების ქსელების მართვის გამოცდილება არ გააჩნია და მომავალში ოპერატორ კომპანიასთან გეგმავს კონტრაქტის გაფორმებას.       

”თბილისის წყლისთვის”, რომელთან ერთიან პაკეტში ასევეა წარმოდგენილი ჟინვალჰესი, მცხეთის წყლით მომარაგების სისტემა და გარდაბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები, ბოლო ეტაპზე სულ ექვსი კომპანია იბრძოდა.

მათ შორის იყვნენ: საფრანგეთში განთავსებული Veolia Water - მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანია, რომელიც ოფიციალურად Compagnie Générale des Eaux სახელითაა ცნობილი; ესპანური კომპანიის  Fomento de Construcciones y Contratas (FCC) შვილობილი კომპანია Aqualia; საქართველოს ბანკის და ბრიტანული Biwater Plc-ის შვილობილი კომპანიის Cascal-ის კონსორციუმი; ჩეხურ-სლოვაკური საინვესტიციო ჯგუფი Penta და Bond Group, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთში მდებარეობს. ყველა მათგანი თავდაპირველად წარმოდგენილი ათი კომპანიიდან შეირჩა.

ეკონომიკის სამინსიტროს ცნობით, Aqualia მზად იყო 107.6 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა ”თბილისის წყალში”, Penta – 91.2 მილიონი აშშ დოლარი; Bond – 80 მილიონი აშშ დოლარი; Veolia Water – 75.5 მილიონი დოლარი და Cascal – 72.5 მილიონი დოლარი.

Multiplex Solutions-ი მას შემდეგ შეირჩა, რაც კომპანიამ პირობა დადო, რომ 350 მილიონი დოლარის áƒ˜áƒœáƒ•áƒ”სტიციას განახორციელებს წყლის განაწილების ქსელის რეაბილიტაციაში და წყლის ტარიფებს მომდევნო ორი წლის მანძილზე არ გაზრდის, აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

წყლის áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ›áƒ®áƒ›áƒáƒ áƒ”ბლო ტარიფი თბილისში 2.4 ლარს შეადგენს ოჯახის თითოეულ წევრზე. განსახვავებით მოსახლეობისა, ორგანიზაციები და საწარმოები გადასახადს მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით იხდიან. ამიერიდან, მათთვის ტარიფი 2.5 ლარიდან 4.4 ლარამდე გაიზრდება კუბურ მეტრზე.

კომპანია 2010 წლიდან მოსახლეობისთვის ტარიფის 2.95 ლარამდე გაზრდას და 2014 წლამდე მის შენარჩუნებას გეგმავს. ”თბილისის წყალმა” უკვე დაიწყო წყლის კომუნალური მრიცხველების დაყენება თბილისის ზოგიერთ უბანში. ამდენად, áƒ’აურკვეველია როგორ მოხდება ფასების დადგენა ინვესტორი კომპანიის მიერ გამრიცხველიანებულ უბნებში. 
 

Civil.Ge © 2001-2024