პატარკაციშვილი ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას დააფინანსებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Oct.'07 / 10:38
სივილ ჯორჯია

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ფინანსური დახმარება გაუწიოს საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნულ საბჭოს. ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი მოძრაობა áƒ’აზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო კამპანიას უწევს ორგანიზებას. 

28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი დააფინანსებს ოპოზიციას, რათა მათ ”ცივილიზებული” გზით ჩაატარონ საპროტესტო აქციები. ოპოზიცია 2 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მანამდე ოპოზიცია რეგიონებში მართავს აქციებს.

აქამდეც სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ პატარკაციშვილი აფინანსებდა ოპოზიციას, თუმცა ამაზე მისი საჯარო განცხადება იშვიათი შემთხვევაა საქართველოში. პატარკაციშვილის მედია ჰოლდინგმა ”იმედმა” უკვე áƒ›áƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒœáƒ”ლოვანი áƒ¡áƒáƒ”თერო დრო დაუთმო ოპოზიციის კამპანიას გაშუქებას.

”განვითარებული მოვლენები და საპროტესტო მოძრაობის მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ქვეყანა სერიოზული პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა,” - აცხადებს პატარკაციშვილი, ”იმედს გამოვთქვამ, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისმგებლობა, რათა არ იქნას დაშვებული არანაირი პროვოკაცია, რომელმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს პროცესების არაკონსტიტუციური გზით განვითარებას”.

მისი თქმით, ოპოზიცია ფინანსური რესურსების ნაკლებობას განიცდის, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საპროტესტო აქციების ”ცივილიზებული გზით” გამართვაში.

პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ”მთლიანად იზიარებს” ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მანიფესტს, რომელშიც ოპოზიციამ áƒ—ავისი ხედვა ჩამოაყალიბა არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებაზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და საგარეო პოლიტიკაზე. 

17 ოქტომბერს პრეზიდენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ წერილში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძირითადი მოთხოვნები ჩამოაყალიბა. ესენია: პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე; არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ; მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე; გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 

”მჯერა, რომ პროცესები არ გამოვა კონსტიტუციური ფარგლებიდან, ოპოზიცია იქნება ერთიანი და რაც მთავარია ბოლომდე შეინარჩუნებს მანიფესტისადმი ერთგულებას. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელსაც მეც ვუერთდები, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.

პატარკაციშვილის ამ განცხადებას, რომელიც ამჟამად ლონდონში იმყოფება, წინ უძღოდა მის მიერ 17 ოქტომბერს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ მისეული ხედვის გამოქვეყნება. 10 ოქტომბერს ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შეიძლება აიძულოს ის პოლიტიკაში მოვიდეს.

Civil.Ge © 2001-2024