ნათელაშვილი: 2 ნოემბრის აქცია იქნება პრინციპული შედეგების მომტანი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Oct.'07 / 17:23

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს.

”მიტინგი 2 ნოემბერს იქნება უაღრესად მშვიდობიანი, არაძალადობრივი, მაგრამ პრინციპული შედეგების მომტანი და ხალხი არ დაიშლება მანამ, სანამ  პრეზიდენტი არ გამოაცხადებს ახალი არჩევნების თარიღს ”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტია იმ ათ ოპოზიციურ პარტიას შორის არის, რომელიც 2 ნოემბრის აქციას უწევს áƒáƒ áƒ’ანიზებას და აქამდე რეგიონებში საპროტესტო კამპანიას ახორციელებდა. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, შემოდგომის ნაცვლად საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება.  

Civil.Ge © 2001-2024