ოპოზიცია დანიელ ფრიდს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'07 / 12:28

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდს შეხვდნენ და 2 ნოემბრის საპროტესტო აქციის წინ ხელისუფლებასთან დიალოგის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

”კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საშუალება არის დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და აშშ-ს მთავრობას, ბუნებრივია, შეუძლია ამ დიალოგს ხელი შეუწყოს,”- განაცხადა კუკავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ და იქვე აღნიშნა,” ხალხი არ დაიშლება მანამ, ვიდრე დემოკრატიული არჩევნები არ დაინიშნება”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათ აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთან áƒ¨áƒ”ქმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან შესაძლო გამოსავალი გზები განიხილეს.

”ეს არის დიალოგი, საარჩევნო ვადის გადმოტანა, საარჩევნო  კანონმდებლობის გაუმჯობესება, რათა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ არჩევნების გზით შეიძლება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისი პოლიტიკური ძალა 2 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, თუმცა ეთანხმება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.  

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, ”რამდენად ზომიერი áƒ“ა პასუხისმგებელია მოსახლეობა, რომელიც ხვალ [2 ნოემბრის აქციაზე] გამოვა”.

ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დანიელ ფრიდს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი მედიასთან შეხვედრა მოგვიანებით იგეგმება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

იმავდროულად, დღეს თბილისში გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან, სადაც áƒ¥áƒ•áƒ”ყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა განიხილეს. 

”მათ უკეთ ესმით ის კრიზისული ვითარება, რაც საქართველოშია, ვიდრე ხელისუფლებას,” - განაცხადა ეუთოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ დავით ზურაბიშვილმა, დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამხელა ინტერესს იჩენს ოპოზიციის მიმართ, მიანიშნებს რომ ოპოზიცია ანგარიშგასაწევი ძალაა”.


 



Civil.Ge © 2001-2024