ოქრუაშვილს იძულებით დაატოვებინეს საქართველო - ოპოზიცია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'07 / 15:37

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 1 ნოემბერს გამთენიისას იძულებით დაატოვებინეს საქართველო მას შემდეგ, რაც მან განუცხადა თანაპარტიელებს, რომ აპირებდა მონაწილეობის მიღებას 2 ნოემბრის საპროტესტო აქციაში.

ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე ოქრუაშვილის პარტიის  ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” áƒ¬áƒ”ვრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ გააკეთა განცხადება.

მისი ინფორმაციით, გუშინ ღამის 24 საათზე ოქრუაშვილმა პირადად დაუდასტურა, რომ áƒáƒžáƒ˜áƒ áƒ”ბდა 2 ნოემბრის აქციაზე მისვლას.

”ალბათ ეს ინფორმაცია და ეჭვი ჰქონდა ხელისუფლებას და სწორედ ამის გამო გუშინ გვიან ღამე, იგი გამოიყვანეს სახლიდან დაახლოებით 2-3 საათზე, მისცეს მას პასპორტი ვიზირებული საფრანგეთის საელჩოს მიერ და დაპატიმრების მუქარით იგი აიძულეს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია და იგი ჩასვეს თვითმფრინავში და გაფრინდა საფრანგეთის მიმართულებით, ”- განაცხადა ბესელიამ, ”იგი დამიკავშირდა მე პირადად დაახლოებით 2 საათის წინ áƒ›áƒ˜áƒ£áƒœáƒ®áƒ”ნის აეროპორტიდან და მაცნობა, რომ  იგი იძულებული გახადეს დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია”.

ბესელიას განცხადებით, ამ ”უკანონო ღონისძიებაში” მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას თანამშრომლები, ”მისივე ავტომანქანით”.

”აბსოლუტურად გაუგებარია ახალაიას როლი და მისი მონაწილეობა,”- განაცხადა ბესელიამ. 
 
მან ასევე ხაზის გაუსვა, რომ ოქრუაშვილის ოჯახი იმყოფება საქართველოში ”მძევლების” მდგომარეობაში, ”რაც არის საფრთხის შემცველი”.

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკიდან ”დროებით” წასვლის შესახებ განცხადება მისმა თანაპარტიელებმა 11 ოქტომბერს, ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების áƒ›áƒ”სამე დღეს გააკეთეს.

მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები აღიარებით ჩვენებაში უარყო, მას არანაირი საჯარო განცხადება აღარ გაუკეთებია.


 

Civil.Ge © 2001-2024