ტელეკომპანია ”იმედი” გუშინ გვიან ღამით პირდაპირ ეთერში გადასცემდა მანქანებისა და მიკროავტობუსების გრძელ კოლონას, რომელიც თბილისისკენ მოემართებოდა. ეს კარდები ანალოგიური იყო ვარდების რევოლუციის წინ ”რუსთავი 2”-ის მიერ გადაღებული ვიდეომასალის. თუმცა ხელისუფლების პოზიციაა, რომ აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. აქვე ისინი აცხადებენ, რომ პროცესები არ უნდა გამოვიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. თბილისის მერმა გიგი უგულავამ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ოპოზიციური კოლონა იყო 2003 წლის რევოლუციის მოვლენების ”უნიჭო იმიტაცია”. გუშინ გვიან ღამით პოლიციამ გადაკეტა რუსთაველის პროსპექტი და მისი მიმდებარე ქუჩები ოპოზიციის საპროტესტო აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
|
|||||
Civil.Ge © 2001-2025