ოქრუაშვილი ალაპარაკდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Nov.'07 / 10:35

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს მიუნჰენიდან ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

• áƒ”ს პირველი შემთხვევაა, როცა ვნერვიულობ სატელევიზიო ინტერვიუს დროს;
• áƒ‘ოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ არ ვარ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით ადამიანთან;
• áƒ›áƒ” მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ქართველებს, რომლებსაც იმედი გავიცრუე ჩვენებით, რომელიც მაიძულეს რომ მიმეცა ციხეში;
• áƒžáƒ áƒ”ზიდენტი ჩვენ გამძლეობის თამაშს გვეთამაშება;
• áƒ®áƒáƒšáƒ®áƒ¡ არასოდეს წაუგია გამძლეობის თამაში და ის აუცილებლად გაიმარჯვებს;
• áƒ¡áƒáƒáƒ™áƒáƒ¨áƒ•áƒ˜áƒšáƒ˜ ინფორმაციას მხოლოდ მისი ვიწრო გარემოცვისგან იღებს;
• áƒ¨áƒ”ნი [მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს] დღეები დათვლილია, რადგან ხალხმა უკვე გამოგიტანა განაჩენი;  მე იძულებითი პოლიტიკური ლტოლვილი ვარ;
• áƒ›áƒ®áƒáƒšáƒáƒ“ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: როგორ გაიძულო შენ [მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს] დატოვო ხელისუფლება;
• áƒáƒ› საუბრით მე დიდი რისკის ქვეშ ვიგდებ თავს, მაგრამ სიჩუმის შენარჩუნება არ შემიძლია;
• áƒáƒ áƒáƒ•áƒ˜áƒœ იფიქროს, რომ მე ევროპაში ვაპირებ დარჩენას; მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება მალე წავა;
• áƒ›áƒ” მუდმივი ურთიერთობა  მაქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან;
• áƒ®áƒ”ლისუფლება ძალიან ბევრს კარგავს და ამდენად ისინი სახიფათოები არიან;
• áƒ§áƒ•áƒ”ლა ის ბრალდება, რომელიც მე პრეზიდენტ სააკაშვილს წავუყენე, სიმართლეა; მაგრამ მე არ მომეცემა ამის დამტკიცების საშუალება საქართველოში არსებული მართლმსაჯულების პირობებში;
• áƒ›áƒ” არ მქონია არანაირი კონტაქტი ბადრი პატარკაციშვილთან მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედი;
• áƒ›áƒ” გარკვეული ურთიერთობები  მქონდა პატარკაციშვილთან (რომელიც სხვათა შორის პრეზიდენტმა გამაცნო) დროდადრო, თუმცა ჩვენ არასოდეს გვისაუბრია ერთობლივ პოლიტიკურ გეგმებზე;
•  ქართველი ხალხის დაკვეთა ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე შესრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე ისინი ერთიანი სიით გამოვლენ; ეს გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული;
• áƒ›áƒ” მინდა მჯეროდეს ათასობით მომიტინგის გამძლეობის;
• áƒ£áƒ™áƒáƒœáƒáƒ¡áƒ™áƒœáƒ”ლი ძალ-ღონე მოვიკრიბოთ და ეს შავი ჭირი სააკაშვილის სახით ერთად მოვიშოროთ. 

Civil.Ge © 2001-2024