ხელისუფლება ოქრუაშვილის აუდიოჩანაწერს ავრცელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Nov.'07 / 22:44

ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩო ახალაიას შორის 3 ნოემბერს გამართული სატელეფონი საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

20-წამიანი ჩანაწერი ტელეკომპანიების საშუალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

”დახმარება გჭირდება?” კითხულობს მამაკაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილია. ”მე მგონი, დახმარება გჭირდება. შეხედე ერთი-ორი დღე და მერე მითხარი. მისმინე, უთხარი მიშას [მიხეილ სააკაშვილს] დაითხოვოს მთავრობა და მე დამნიშნოს პრემიერ-მინისტრად და აქციას დაგიშლით”.

დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავს.

”ახლა რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს იყო პროვოკაცია,” განუცხადა ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.  

Civil.Ge © 2001-2024