ოქრუაშვილი: აუდიოჩანაწერი ყალბია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Nov.'07 / 00:35

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სატალეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც, ვითომდა მას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსს ბაჩო ახალაიას შორის შედგა, ყალბია.

20-წამიანი ჩანაწერში, რომელიც ტელეკომპანიების საშუალებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, მამაკაცის ხმა, რომელიც სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილია, ეუბნება ახალაიას, რომ მას პრემიერ-მინისტრიბა სურს, რის სანაცვლოდაც პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას დაშლის.

”აბსოლუტური სისულელეა, რომ ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა დაურეკოს ბაჩო ახალაიას და ასეთი სისულელე უთხრას,” - განუცხადა ოქრუაშვილი ტელეკომპანია ”იმედს” მიუნჰენიდან სატელეფონო საუბრისას 6 ნოემბერს.

”ეს ძველი მეთოდებია, მიშა. იგივე მეთოდი გამოიყენა [შინაგან საქმეთა მინისტრმა] ვანო მერაბიშვილმა ირაკლი ბათიაშვილის და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის გასაყალდებლად. როგორ ფიქრობ, ვინმეს სჯერა ამისი?”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024