მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობა შეწყდა, 2 წუთში გაითიშა ასევე ტელეკომპანია ”კავკასიის” მაუწყებლობაც, რომელიც ასევე ხშირად უთმობდა ეთერს ოპოზიციურ აზრს. ”კავკასიის” გათიშვა Civil.ge-ს დაუდასტურა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჯანგირაშვილმა. მისი თქმით, ტელეანძის ადმინისტრაციაში არაფერს ამბობენ ტელეკომპანიის გათიშვის მიზეზებზე. |
|||
Civil.Ge © 2001-2025