პატარკაციშვილი პრეზიდენტად აპირებს კენჭისყრას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Nov.'07 / 16:07

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ლოზუნგით ”საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე”, იტყობინება ”როიტერი” 10 ნოემბერს.

”მე მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში,”  - განაცხადა პატარკაციშვილმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაკეთებულ áƒ’ანცხადებაში.

9 ნოემბერს როიტერისთვის თელ-ავივიდან გაგზავნილ პასუხებში პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის ”სერიოზულად ფიქრობდა” პრეზიდენტად კენჭისყრაზე. თუმცა, მეორე დღეს მან დაადასტურა მისი განზრახვა.

ოპოზიციის ლიდერებს კომენტარი ამ განცხადებაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.


 

Civil.Ge © 2001-2025