ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Nov.'07 / 18:15

ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე დაასახელა.

გაჩეჩილაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ რესპუბლიკელები, კონსერვატორები, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, თავისუფლება, ჩვენ თვითონ, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ეროვნული ფორუმი და ქართული დასი - ყველა ის პარტია, გარდა ლეიბორისტებისა, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო კამპანიას უწევდნენ ორგანიზებას.

”ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ჩვენი დაწყებული ბრძოლის გაგრძელება ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ და პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”ჩვენ  ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დამთავრდეს ბელადომანია და როგორც კი ეს დამთავრდება, მე მზად ვარ წავიდე პოლიტიკურ პენსიაში”.

იმავდროულად, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს ასახელებს. მას კონსტიტუცია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს, რადგან áƒ›áƒáƒ¡ áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოში 15 წლის მანძილზე áƒáƒ  უცხოვრია.

”ჩემს მიმართ იყო სპეციალური კონსტიტუციური შეზღუდვები და ამდენად, ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტოზე ვერ იქნებოდა წარდგენილი და ჩვენ ამიტომ წარვადგინეთ კანდიდატურა, რომელიც არის ძალიან სერიოზული კონკურენტი პრეზიდენტ სააკაშვილის,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

43 წლის ლევან გაჩეჩილაძე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის უპარტიო წევრია. ის ასევე ერთ-ერთი დამფუძნებელია პარტია ახალი მემარჯვენეების, áƒ áƒáƒ›áƒ”ლსაც 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს გაჩენილი პოლიტიკური უთანხმოების გამო გამოეყო. áƒ’აჩეჩილაძე 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, ხოლო მანამდე áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ს ხელმძღვანელობდა.  

Civil.Ge © 2001-2024