”ამბოხების გეგმის” შესახებ დოკუმენტური ფილმი მომზადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Nov.'07 / 10:21

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 20 ნოემბერს დოკუმენტური ფილმი გაუშვა, რომელიც ადასტურებს მოვლენათა ოფიციალურ ვერსიას, რამაც 7 ნოემბრის არეულობა გამოიწვია.

საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი, აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების მოწყობის მცდელობა იყო, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რომელსაც პროპაგანდას მისი ტელეკომპანია ”იმედი” უწევდა. ამავე ვერსიით, ამ გეგმაში ასევე მონაწილეობდა ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი, რომელთაც კავშირი ჰქონდათ თბილისში მოქმედ რუსულ დაზვერვასთან. დოკუმენტური ფილმის თანახმად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური მთელ ამ ოპერაციის კოორდინაციას უწევდა.

ფილმში ასევე ნათქვამია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამ სცენარის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დოკუმენტური ფილმის თანახმად, ოქრუაშვილი თავდაპირველად გეგმავდა ამბოხების მოწყობას ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში და შემდეგ თბილისის სტრატეგიული ობიექტების დაკავებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილმის მიხედვით, ამგვარი მცდელობა 27 სექტემბერს განხორციელდა თბილისის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, თუმცა ხელისუფლების სწრაფი რეაგირების შედეგად ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ფილმი, რომელიც კონტრარგუმენტებს არ შეიცავს, იმავე დღეს, მოგვიანებით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ” გაუშვა.  

Civil.Ge © 2001-2024