ოპოზიცია ტელეკომპანიებს ”არაობიექტურობის” გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Nov.'07 / 16:04

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებულმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ 21 ნოემბერს უარი თქვა პრესკონფერენციის გამართვაზე ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” ჟურნალისტების თანდასწრებით. 

”მინდა, რომ წახვიდეთ აქედან იმიტომ, რომ სუბიექტურები ხართ,” - მიმართა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიების ”რუსთავი 2” და ”მზის”  ჟურნალისტებს.

გაჩეჩილაძემ áƒ£áƒ™áƒ•áƒ” რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მხოლოდ პირდაპირი ეთერის რეჟიმში áƒ›áƒ˜áƒ¡áƒªáƒ”მს ინტერვიუს ამ ორ ტელეკომპანიას და ასევე საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.  

გაჩეჩილაძემ დღეს ვიდეოკონფერენცია გამართა რუს ჟურნალისტებთან მოსკოვში, რომელიც ”რია ნოვოსტის” ორგანიზებით áƒ¡áƒáƒáƒ’ენტოს თბილისის ოფისში შედგა. ვიდეოკონფერენციის დროს გაჩეჩილაძე ქართულად საუბრობდა, მის განცხადებებს კი თარჯიმანი თარგმნიდა რუსულად.

”როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი კვლავ განაგრძობს ”რუსთავი 2”-ზე ზეწოლას,” - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა 21 ნოემბერს გაჩეჩილაძის ქმედების საპასუხოდ.

ამასობაში, ოპოზიციის სხვა ლიდერებმა პრეტენზიები გამოთქვეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით, რომელიც 7 ნოემბრის არეულობის გამომწვევ მოვლენათა áƒáƒ¤áƒ˜áƒªáƒ˜áƒáƒšáƒ£áƒ  ვერსიას ასახავს. áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს ხელისუფლება, ისევე როგორც დოკუმენტურ ფილმშია ნათქვამი, აცხადებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების áƒ›áƒªáƒ“ელობა იყო, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და რომელსაც პროპაგანდას მისი ტელეკომპანია ”იმედი” უწევდა.

ფილმი, რომელიც კონტრარგუმენტებს არ შეიცავს, იმავე დღეს, მოგვიანებით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ” გაუშვა.  

”სამარცხვინოა,” - განაცხადა ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ, თან იქვე მიმართა ტელეკომპანიების ”რუსთავი 2”-ის, ”მზის” და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს: ”თქვენ მონაწილეობთ იმ პროპაგანდისტულ საბჭოთა კამპანიაში, რომელსაც აწარმოებს სააკაშვილი”.

ხაინდრავამ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ ინფორმაცია მიაწოდეს ელჩს მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების თაობაზე და ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის საკითხიც დასვეს.

21 ნოემბერს ამერიკის ელჩს ასევე შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც აღარ არის გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციის წევრი. შეხვედრის შემდეგ ნათელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ დააპატიმრეს მხოლოდ აშშ-ს მთავრობის და პირადად ელჩის ჩარევის გამო.    
 

Civil.Ge © 2001-2024