სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა, პარლამენტმა არჩევნების თარიღი დანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Nov.'07 / 14:22

25 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რათა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყოს.

”პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის ფორმალური და აუცილებელი გარემოება იმისათვის, რათა დაინიშნოს რიგგარეშე საპრეზიდენო არჩევნები და თავად მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი, როგორც კანდიდატმა,”  - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ივანე ნონიაშვილმა 25 იანვარს.

არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, შეასრულებს.

25 ნოემბერსვე, პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები თარიღად 148 ხმით 1-ის წინააღმდეგ 5 იანვარი დაამტკიცა.

ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დროებით შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას.

Civil.Ge © 2001-2024