სააკაშვილი გირგვლიანის მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Nov.'07 / 17:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების რეაქცია სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ მკვლელობაზე ”სამართლიანი” იყო, თუმცა მან ასევე გააკრიტიკა ოპონენტები ”ამ ტრაგედიის გამოყენების” გამო ”თავიანთი ბინძური მიზნებისთვის”.

ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში სააკაშვილმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილზეც შეაჩერა ყურადღება და განაცხადა, რომ მას უფლებაც კი არ აქვს გირგვლიანის საქმეზე ილაპარაკოს, რადგანაც პატარკაციშვილი თავად არის კავშირში მკვლელობაში დადანაშაულებულ პირებთან.

”საზოგადოებრივი რეაქცია გირგვლიანის საქმეზე გამართლებულია. ამჟამად, ოთხი მაღალი რანგის პოლიციის ოფიცერია დაჭერილი,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს იყო დიდი ტრაგედია პირველ რიგში ჩემთვის, როდესაც ეს შემთხვევა ბინძური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. áƒ áƒáƒ“ესაც პატარკაციშვილი ლაპარაკობს სანდრო გირგვლიანზე - ეს არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მკვლელობებზე საუბარი - ანდრეი ლუგოვოი, რომელსაც მთელი მსოფლიო ეძებს, იყო მისი [პატარკაციშვილის] დაცვის უფროსი”.

ანდრეი ლუგოვოი, KGB-ს ყოფილი აგენტი, ”სკოთლანდ იარდმა” KGB-ს კიდევ ერთი ყოფილი აგენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილად აღიარა.

ტელეკომპანია ”იმედი” პირველი იყო, რომელმაც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გაავრცელა ინფორმაცია. ტელეკომპანიის, ასევე გირგვლიანის ოჯახის, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ˜áƒ—, მკვლელობაში შსს-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე იყვნენ ჩართული. თუმცა, მათი თქმით, ოფიციალურმა გამოძიებამ დამალა ამის დამადასტურებელი áƒ›áƒœáƒ˜áƒ¨áƒ•áƒœáƒ”ლოვანი მტკიცებულებები.

სასამართლომ გასული წლის ივლისში გია ალანიას და შსს-ს კიდევ სამ ყოფილ თანამშრომელს რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია 2006 წლის თებერვალში. თუმცა, მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა.

გირგვლიანის მკვლელობის შესახებ საუბრისას სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა იმ საზოგადოებრივ ნდობაზე, რომლითაც პოლიცია სარგებლობს. მან აღნიშნა, რომ პოლიციაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი კადრები მოვიდნენ. ”მათი 99% ძალიან კარგია,” - განაცხადა მან, ”მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც აწყინა ბევრმა ქებამ. და შემდეგ ეს ტრაგედიაც მოხდა”.    

Civil.Ge © 2001-2024