ტელეკომპანიებმა სააკაშვილის პირველი სარეკლამო რგოლი გაუშვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Dec.'07 / 12:12

”საქართველოში მიტოვებული ქალაქები არ არის,” - ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის პირველი სატელევიზიო რეკლამის გზავნილი, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა 30 ნოემბერს გაუშვეს.

დაახლოებით ოთხწუთიანი რეკლამა სააკაშვილის ტყიბულში ვიზიტის ამსახველ ინფორმაციულ მასალას უფრო ჰგავს. 

რეკლამის დასაწყისში სააკაშვილი მაღაროელებს ესაუბრება და ეუბნება, რომ ქალაქში ახალი სამკერვალო ფაბრიკის გახსნა იგეგმება, რომელიც 1 500 ადამიანს დაასაქმებს. შემდეგ სააკაშვილი ადგილობრივ ოჯახს სტუმრობს, სადაც მისი მეუღლე ეხუტება მას და ეუბნება: ”რამდენჯერაც დაგინახავ ტელევიზორში, იმდენჯერ გკოცნი”.

რეკლამაში ასევე ჩანს, როგორ სტუმრობს სააკაშვილი მაღაროს და ესაუბრება მუშებს. რეკლამას თან გასდევს წარწერა, áƒ áƒáƒ› ერთ-ერთ აღდგენილ მაღაროში 1 000 ადამიანი დასაქმდა.

სააკაშვილი პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომლის რეკლამაც ტელევიზიით გავიდა.      

 

Civil.Ge © 2001-2024