ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებს გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Dec.'07 / 17:28

ოპოზიციური áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ”ბი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლებას ოპონენტების ”ტერორში” ადანაშაულებენ და ძალადობის ფაქტებზე პასუხიმგებლობას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აკისრებენ.

დღეს ბათუმში, ტელეკომპანია ”იმედის” მაუწყებლობის აღდგენისა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით გამართული  სტუდენტური აქცია დაარბიეს, განაცხადა ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რესპუბლიკელმა áƒ—ინა ხიდაშელმა.

მისი ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ბათუმში უნივერსიტეტის წინ შეკრებილი 100-მდე სტუდენტი დაარბიეს და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის áƒ®áƒáƒšáƒ®áƒ˜áƒ¡  áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ˜áƒ¡ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე დააკავეს.

”ტერორი მძვინვარებს მთელ ქვეყანაში, ხელისუფლება არის სრულ აგონიაში საკუთარი მარცხის მოლოდინში,”-  განაცხადა თინა ხიდაშელმა, ”ისინი აღარ ინდობენ არავის და გადასულები არიან სრულ ჟანდარმულ ოპერაციებზე”.

დარბევის ფაქტს ადასტურებს გაზეთ ”ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ოპოზიციონერთა აქციის áƒáƒ—ხი მონაწილის დაკავების ფაქტი, რომლებიც, შსს-ს განცხადებით, შეეცადნენ გზის გადაკეტვას, მოქმედებდნენ ძალისმიერად და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამავე ცნობით, დაკავებულები დაჯარიმდებიან ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 

ოპოზიციური კოალიცია მათი აქტივისტების შევიწროვების ფაქტებზე ”სრული პასუხისმგებლობას” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს აკისრებს. 

”ჩვენ გვინდა მოვისმინოთ მისგან [ბურჯანაძისგან] პასუხი, მზად არის თუ არა აიღოს პასუხისმგებლობა 5 იანვარს არჩევნების ჩატარებაზე იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს იმყოფება საქართველოს ოპოზიციური სპექტრი”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

”პოლიტიკური ტერორი” უწოდეს ასევე ახალმა მემარჯვენეებმა 1 დეკემბერს  მომხდარ ფაქტს, როცა პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარეს თავს დაესხნენ ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაურბიეს მანქანა, წაართვეს საოლქო კომისიის ბლანკები, მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები და თანხა.

მემარჯვენეებმა ასევე გააფრთხილეს ხელისუფლების წარმომადგენლები:  ”ნუ შეეცდებიან დაშინების და ძალადობის მეთოდებით საარჩევვნო კამპანიის წარმართვას”.

დღესვე ნინო ბურჯანაძემ სამართალდამცავ ორგანოებს ძალადობის ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისაკენ, ხოლო ყველა პოლიტიკურ ძალას წინასაარჩევნო პერიოდში ”ძალადობის პროვოცირებისაგან” თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

”მე ხაზგასმით მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მაქსიმალურად იყოს ქვეყანაში უზრუნველყოფილი სტაბილური გარემო, უზრუნველყოფილი იყოს ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის პრევენცია, მომენტალური რეაგირება მოხდეს ძალადობის გამოვლინებაზე და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი,”- განაცხადა ბურჯანაძემ 3 დეკემბერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ადგილი აქვს საზოგადოების დარწმუნების მცდელობას, თითქოს ხელისუფლება ცდილობს არასტაბილური გარემოს შექმნას და აპირებს არჩევნების გაყალბებას.

”ეს არის წინასწარი შეგნებით მცდელობა, რომ ადამიანებმა არ მიიღონ 5 იანვრის არჩევნების შედეგები,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ამ მცდელობას ჩვენ ყველანაირად აღვკვეთავთ”.

მან ასევე ხაზი გაუსვა წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტობის კანდიდატების თანაბარ პირობებში ჩაყენების საჭიროებას და მოუწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ხელი შეუწყონ კანდიდატებს ამომრჩეველთან შეხვედრის ორგანიზებაში. 

”ასევე ყველა მედიამ უნდა უზრუნველყოს ძირითადი საარჩევნო სუბიექტების თანაბარი გაშუქება და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

Civil.Ge © 2001-2024