ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა განაახლა
/ 13 Dec.'07 / 10:41
სივილ ჯორჯია

ტელეკომპანია ”იმედმა” 12 დეკემბერს საღამოს, ოცდათოთხმეტ დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოცდაოთხი დღით ადრე მაუწყებლობა განაახლა.

”იმედი დაბრუნდა,” - განაცხადა ”იმედის” წამყვანმა და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ. ”დაუპატიჟებელმა სტუმრებმა დატოვეს "იმედის" სტუდია და ჟურნალისტები დაბრუნდნენ... იმედი გვაქვს, რომ ჩვენ უკანასკნელი ჟურნალისტები ვიქნებით, რომლებიც იარაღის მუქარით აიძულეს ტელეკომპანია დაეტოვებინათ.” თარგამაძე 7 ნოემბერს ეთერში გადიოდა, როდესაც áƒ¡áƒ¢áƒ£áƒ“იაში áƒ¡áƒžáƒ”ცრაზმი შეიჭრა და ეთერი გათიშა.

”იმედის” მაუწყებლობის განახლების პირველი საათი 7 ნოემბრის მოვლენების გახსენებას დაეთმო. სწორედ ამ დღეს დაშალა სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია და დაარბია ტელეიმედი. 

ტელეკომპანიის ცნობით, ”იმედის” დაახლოებით 30 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა 7 ნოემბრის მოვლენების დროს. ოპერატორმა ამირან მურვანიძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმი დემონსტრაციის დარბევის დროს ”განსაკუთრებულ აგრესიულობას ”იმედის” თანამშრომლების მიმართ იჩენდა”. 

სიუჟეტი 7 ნოემბრის მოვლენების შესახებ ასევე შეიცავდა მმართველი პარტიის გავლენიანი დეპუტატების განცხადებებს, როდესაც ისინი ”იმედის” ჟურნალისტებს პანიკის გაღვივების გამო აკრიტიკებდნენ.

ცალკე საინფორმაციო სიუჟეტი გაკეთდა áƒ¡áƒžáƒ”ცრაზმელების მხრიდან áƒ¢áƒ”ლეიმედისთვის მიყენებული ზარალის შესახებ. თუმცა, ფინანსური ზარალის ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა. ”ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ზუსტი ან მიახლოებული თანხის განსაზღვრა,” - განაცხადა ”იმედმა”.

”იმედის” გახსნის პირველივე დღეს აღდგა áƒžáƒáƒšáƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ£áƒ áƒ˜ თოქ-შოუ ”ღია ეთერი”, რომელსაც გიორგი თარგამაძე და მაგდა ანიკაშვილი  უძღვებოდნენ. ამ უკანასკნელმა თოქ-შოუს ყოფილი წამყვანები ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია შეცვალა, რომელთაც ”იმედი” მისი დახურვის შემდეგ დატოვეს.

”ღია ეთერიც”, საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” მსგავსად, 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შეჭრის თემას მიეძღვნა, სადაც ”იმედის” ჟურნალისტები იხსენებდნენ იმ დღის დეტალებს.

Civil.Ge © 2001-2024