მედია მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Dec.'07 / 10:35

პოლონელი აქტივისტის და ჟურნალისტის ადამ მიხნიკის ხელმძღვანელობით მედია მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მომდევნო ორი თვის მანძილზე ქართული მაუწყებლობის სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს დააკვირდება.

მიხნიკთან ერთად ჯგუფის წევრები არიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია (რონდელიც და ნოდიაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები არიან); ჟურნალისტი ზვიად ქორიძე; გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი დავით პაიჭაძე; მსახიობი ნატო მურვანიძე áƒ“ა აკადემიკოსი ლევან ხეთაგური.

თბილისში 13 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე áƒáƒ“ამ მიხნიკმა განაცხადა, რომ ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს მედიაში ძალადობისკენ მოწოდებების, სიძულვილის შემცველი რიტორიკის და ცილისწამების ფაქტებზე.

თუმცა, მიხნიკმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელი არ არის, რომ ჯგუფმა მხოლოდ ამ სამ თემაზე მოახდინოს ფოკუსირება. ”ჩვენ დროდადრო შეიძლება განვიხილოთ ისეთი საკითხები, რომლებიც ტელეკომპანიის მფლობელობას უკავშირდება,” - დასძინა მან.

ჯგუფის რეკომენდაციები იურიდიულად სავალდებულო არ იქნება.

ადამ მიხნიკმა ასევე განაცხადა, რომ ჯგუფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო დროის დაახლოებით საათნახევარი დასჭირდება კვირაში ერთხელ, რათა თავისი დასკვნები áƒ’ააცნოს საზოგადოებას.

პოლონელი ჟურნალისტის თქმით, იგი თავად მიიღებს მონაწილეობას áƒ¢áƒ”ლემონიტორინგის განხილვებში. ”ქართველები პოლონელებს ჰგვანან,” - განაცხადა მან, ”ჩვენ არ მოგვწონს, როდესაც ვიღაც უცხოელი ტელევიზიით გვეუბნება რა გავაკეთოთ”.

ნოემბერში ადამ მიხნიკი ევროკავშირის და აშშ-ს დავალებით ჩამოვიდა საქართველოში, რათა ”იმედის” გარშემო არსებული ვითარება მოეგვარებინა.

1 დეკემბერს, მისი მისიის დასასრულს, მიხნიკმა მკაცრი გაფრთხილება გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომელსაც ერთი კვირის ვადა მისცა ”იმედის” მაუწყებლობის განახლებისთვის.

იურიდიული ბარიერები, რაც ”იმედის” გახსნას აფერხებდა, ერთი კვირის ვადაში მოიხსნა; ტელეკომპანიამ მაუწყებლობა კი 12 დეკემბერს განაახლა. მიხნიკის თქმით, მოვლენათა ამგვარი განვითარება იყო ”ძალიან პოზიტიური სიგნალი, რომელიც საქართველომ დანარჩენ მსოფლიოს გაუგზავნა”. მან ასევე დასძინა, რომ ”ეს არის ძალიან კარგი დღე ქართული დემოკრატიისთვის”.    
       

Civil.Ge © 2001-2024