მედია-მონიტორინგი დაიწყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Dec.'07 / 12:15

მედია-მონიტორინგის ჯგუფმა, რომელსაც პოლონელი აქტივისტი და ჟურნალისტი ადამ მიხნიკი ხელმძღვანელობს, პირველი სატელევიზიო განხილვა გამართა 14 დეკემბერს, რითაც ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება.

ჯგუფის მიზანია დააკვირდეს ქართულ ტელესივრცეში არსებულ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს მომდევნო ორი თვის განმავლობაში. 7-კაციან ჯგუფში მიხნიკთან ერთად ასევე შედიან ქართველი ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

პირველ განხილვაში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოეწყო, ჯგუფის სამმა წევრმა მიიღო მონაწილეობა: ალექსანდრე რონდელმა,  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა; ლაშა ტუღუშმა, გაზეთ ”რეზონანსის” რედაქტორმა და თავად მიხნიკმა.

25-წუთიანი გადაცემის ფარგლებში მონაწილეებმა მედიის როლის უფრო áƒ–ოგად ასპექტებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდთან და საქართველოს ვითარებასთან მიმართებაში.  áƒ›áƒáƒ›áƒ“ევნო დისკუსიები, áƒ¡áƒáƒ•áƒáƒ áƒáƒ£áƒ“ოდ, მიეძღვნება ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებს. გადაცემა კვირაში ერთხელ გავა ეთერში. თავად მიხნიკის გამოჩენა დისკუსიის წამყვანად მოულოდნელი იყო, რადგანაც ერთი დღით ადრე მან განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას სატელევიზიო განხილვებში.

ოთხივე ქართული ტელეკომპანია პოლიტიკურ თოქ-შოუებს თითქმის ყოველდღიურად აწყობს, სადაც დებატები ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის იმართება, რაც იშვიათი მოვლენა იყო ნოემბრის მოვლენებამდე.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეცვალა თავისი პოლიტიკა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის სასარგებლოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ტელეკომპანია ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებშიც იღებენ მონაწილეობას. წელიწადნახევრის მანძილზე ხელისუფლება ბოიკოტს უცხადებდა ”იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუებს.  

 

Civil.Ge © 2001-2024