მთავრობა კერძო საკუთრების დამატებით გარანტიებზე მუშაობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'07 / 13:57

მთავრობამ დაიწყო იმ მექანიზმების შემუშავება, რომელიც დამატებით სამართლებრივ საფუძველს შექმნის კერძო საკუთრების დასაცავად. áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ—ვის შესაძლოა áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒáƒ¨áƒ˜ დამატებების შეტანა  გახდეს საჭირო.

” მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, იმის შესახებ, კიდევ როგორ შეიძლება, თუნდაც კონსტიტუციური ცვლილების გზით, ხელისუფლების ყველა შტოს ამოქმედებით, გავაძლიეროთ იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში საკუთრება არის ხელშეუხებელი,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 18 დეკემბერს მთავრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე.

”ამ საკითხზე მუშაობა უფრო გააქტიურდება, რათა უფრო ნათელი და მყარი გახდეს კონსტიტუციის დებულება ჩვენ ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით,” - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია: ”საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება... აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით”.

22 ნოემბერს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ სადავო ქონების ირგვლივ გამოძიება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებშიც სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამ დადგენილების მიღებით ხელისუფლებამ პოზიცია გარკვეულწილად შეარბილა. áƒ˜áƒ•áƒœáƒ˜áƒ¡áƒ¨áƒ˜ პარლამენტმა მიიღო კანონი ქონების ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა áƒ˜áƒ¡ არ ვრცელდებოდა იმ კერძო საკუთრებაზე, რომელზეც საქმეები იყო აღძრული. სწორედ ამის გამო გააკრიტიკა კანონი მაშინ ოპოზიციამ.  

 

Civil.Ge © 2001-2024