ICG: დასავლეთმა უნდა აიძულოს საქართველო შეაჩეროს მზარდი ავტორიტარიზმი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Dec.'07 / 23:18

საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა ”ზეწოლა უნდა მოახდინონ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე, რათა მისი მზარდი ავტორიტარული კურსი” შეიცვალოს  – განაცხადა კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group (ICG) 19 დეკემბერს.

“კერძოდ, აშშ-მ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ რეჟიმს,” – აცხადებს ჯგუფი თავის მოხსენებაში, “საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საქართველო თავის ძველ კურსს დაუბრუნდება. დაუშვებელია, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს უფრო ღრმა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, კორუფციას, მედიის თავისუფლების ნაკლებობას, ხელისუფლების დანაწილების და დაბალანსების პრინციპს და ეკონომიკურ უთანასწორობას.”

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების áƒ“ანიშვნით ცდილობს თავისი დემოკრატიული იმიჯი აღიდგინოს მას შემდეგ, რაც “არაპროპორციული პასუხი” გასცა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს.

“ის, სავარაუდოდ, გაიმარჯვებს, მაგრამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ უკვე არსებული ზიანის გამოსწორდეს,” – ნათქვამია მოხსენებაში.

ICG-მ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს “მოახდინონ ზეწოლა, მათ შორის დახმარების პირობების კუთხითაც, თუ კვლავ გაგრძელდება უკუსვლა; ასევე გაააქტიურონ  სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის და მედიის თავისუფლების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა”. 

“[დასავლელმა პარტნიორებმა] წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებამდე მკაცრად უნდა გააკონტროლონ, რომ საქართველო იზიარებს  და ასრულებს ნატოს ღირებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, პიროვნების თავისუფლების და დავების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე,” – ნათქვამია მოხსენებაში.

Civil.Ge © 2001-2024