HRW-ი 7 ნოემბრის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Dec.'07 / 14:10

7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებამ გამოაშკარავა, ”თუ რაოდენ არამყარია საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა”, დროა დასავლელმა პარტნიორებმა საჯაროდ გამოთქვან უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა áƒáƒ“ამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა .

ორგანიზაციამ 20 დეკემბერს გამოაქვეყნა 102-გვერდიანი ანგარიში: ”ზღვარს გადასვლა: საქართველოში დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლა და ტელეკომპანია ”იმედის” დარბევა”, რომელიც დეტალურად ასახავს 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ მომიტინგეებზე განხორციელებულ თავდასხმებსა და ”იმედის” დარბევას. 

”ჩვენი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზღვარს გადავიდა, როდესაც პოლიციელები მისდევდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ემუქრებოდნენ და სცემდნენ ჟურნალისტებს,” - განაცხადა ჰოლი კარტნერმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, ”7 ნოემბრის ოპერაციები არ წარმოადგენდა წესრიგის დამყარების ლეგიტიმურ საშუალებას. მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, რეპუტაციას”.

Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მტკიცე მხარდაჭერას უწევდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას მას შემდეგ, რაც ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ”ვარდების რევოლუციის” შედეგად. ”დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოს ხელისუფლების საჯარო áƒ™áƒ áƒ˜áƒ¢áƒ˜áƒ™áƒ˜áƒ¡áƒáƒ’ან და ნდობით ეკიდებოდნენ მის არაერთხელ განცხადებულ კეთილ განზრახვებსა და რეფორმების გატარების დაპირებებს”, - ნათქვამია ანგარიშში.

”7 ნოემბრამდეც არსებობდა სერიოზული ნიშნები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელყოფდა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს, რომლებსაც ”ვარდების რევოლუციის” დროს ქადაგებდა,” - განაცხადა კარტნერმა, ”დროა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა საჯაროდ გამოთქვან უკმაყოფილება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და დაჟინებით მოითხოვონ ანგარიშვალდებულება 7 ნოემბრის მოვლენების გამო”.

19 დეკემბერს კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group (ICG) ასევე მოუწოდა áƒ“ასავლელმა მეგობრებმა ”ზეწოლა მოახდინონ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე, რათა მისი მზარდი ავტორიტარული კურსი” შეიცვალოს . 

Civil.Ge © 2001-2024