ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს საფრანგეთი გადაწყვეტს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Dec.'07 / 17:28

გერმანიის ფედერაციის ნაცვლად, საფრანგეთი გადაწყვეტს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს, რადგან ოქრუაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე საფრანგეთის ვიზით შევიდა.

ოქრუაშვილმა, რომელიც ამჟამად ექსტრადიციის გადაწყვეტილების მოლოდინში ბერლინის ციხეში იმყოფება, პოლიტიკური თავშესაფრისათვის თავდაპირველად გერმანიას მიმართა. თუმცა გერმანიამ ეს საქმე საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურთან გადაამისამართა, აცხადებენ ოქრუაშვილის თანაპარტიელები ”მოძრაობა ერთიანი საქართველოდან” და ხელისუფლების წარმომადგენლები. áƒ›áƒáƒ—ივე ცნობით, გადაწყვეტილება 3 იანვარს იქნება მიღებული.

იმავდროულად, გერმანიის სასამართლომ 6 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილის ექსტრადიციის თაობაზე იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც საქართველოს პროკურატურამ მიაწოდა. გერმანელმა სამართალდამცავებმა ოქრუაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით 27 ნოემბერს დააკავეს.

Civil.Ge © 2001-2024