სააკაშვილმა საახალწლო მიმართვაში ყურადღება აფხაზეთზე გაამახვილა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Jan.'08 / 12:34

ქართულმა ტელევიზიებმა ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გაავრცელეს ზემო კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთადან. 

სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის წინასაახალწლო მიმართვა ტელევიზიით გადაიცა. ამ მიმართვის შემდეგ გაკეთდა საქართველოს პატრიარქის ილია II-ის და ბოლოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის მიმართვები.

”ამ გაცისკროვნებული, განათებული ჩხალთიდან ჩვენ დავყურებთ ჯერ კიდევ განადგურებულ და დაცარიელებულ სოხუმს,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს გალში და ვუთხრა მათ:  ამ დღეეებში ჩვენ ვართ მომსწრე თქვენი არნახული გმირობის. მე მინდა იცოდეთ, ჩემო ძმებო და დებო: ნურაფრის ნუ გეშინიათ; თუ თქვენ არ გამოგიშვებენ აქეთ მხარეს [ადმინისტრაციულ საზღვარზე] ჩვენ áƒ¡áƒ£áƒš მალე, ჩვენ ყველანი ჩამოგაკითხავთ თქვენს სახლებში. მე მინდა ვუთხრა აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას: მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი სახლები არ არის წყალტუბოში და წყნეთში; თქვენი სახლები არის გულრიფშში და სოხუმში; სულ მალე, თბილისის ზღვის ხედი - მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული -  შეიცვლება თქვენთვის ბიჭვინთის და ოჩამჩირის აკვატორიის ხედებით. ამას ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ... მე მინდა მივულოცო ახალი წელი საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს. ჩვენ ყველანი, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ვართ ამ ერთი უნიკალური ერთობის - ქართველი ხალხის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი”.

Civil.Ge © 2001-2024