Freedom House: თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუარესდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Jan.'08 / 12:05

2007 წელს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მკვეთრად არასწორი მიმართულებით განვითარდა, განაცხადა აშშ-ში განთავსებულმა ორგანიზაციამ Freedom House-მა 2 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

ორგანიზაციის ყოველწლიურ áƒ™áƒ•áƒšáƒ”ვაში ”თავისუფლება მსოფლიოში”, საქართველო კვლავ ”ნაწილობრივ თავისუფალის” კატეგორიაში რჩება. საქართველოს რეიტინგმა როგორც პოლიტიკური უფლებების, ისე სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით, 2006 წელს არსებული ”3” კატეგორიიდან 2007 წელს ”4” კატეგორიაში გადაინაცვლა. კატეგორია ”1” საუკეთესოა, ხოლო ”7” ყველაზე სუსტი.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ”რეგრესის” მთავარი მიზეზი “მკვეთრად დანაწევრებული პოლიტიკური გარემო” გახდა. ”ალტერნატიული შეხედულებები - ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში -  გარიყულია,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”მიხეილ სააკაშვილი... დომინირებს პოლიტიკურ გარემოში და მას არ სურს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც იყოს ჩართული”.

თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციამაც ”უნდა áƒ›áƒáƒáƒ®áƒ“ინოს თავისი თავის დემონსტრირება, რომ შესწევს ჯანსაღი პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზების უნარი”.

მოხსენების თანახმად, საქართველოში არსებული ”მყიფე მედია გარემო” ასევე მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული სტანდარტები დაცული არ არის.

მოხსენების თანახმად, საქართველოს რეგრესი ასევე გამოიწვია ნოემბერში ”ძალის გადამეტებულმა გამოყენებამ მომიტინგეების წინააღმდეგ”, რასაც მოყვა საგანგებო მდგომარეობის შემოღება - პოლიტიკური საქმიანობის,  შეკრების უფლებისა áƒ“ა კერძო მედია მაუწყებლობის შეჩერების კომპონენტებით.

Civil.Ge © 2001-2024