ოპოზიცია პირდაპირ საეთერო დროს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jan.'08 / 16:07

ოპოზიციური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ათობით მისი მხარდამჭერი 9 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ შეიკრიბნენ და პირდაპირი საეთერო დრო მოითხოვეს.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, რომელიც გარეთ გამოვიდა ოპოზიციის ლიდერებთან შესახვედრად, განუცხადა მათ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის გაჩეჩილაძის მხოლოდ წინასწარ ჩაწერილი განცხადებები გაუშვას.

”ჩვენ მზად ვართ სრულად გავუშვათ მისი ჩაწერილი გზავნილი, მონტაჟის გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, ეს გზავნილი არ შეიცავს არაკონსტიტუციურ მოწოდებებს,” განაცადა მან, რითიც ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

”მომეცით პირდაპირი ეთერი,” - ყვიროდა ლევან გაჩეჩილაძე, ”თქვენ ხელფასს ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებთ... თქვენ სამარცხვინო ტელევიზია ხართ”.

ოპოზიციის განცხადებით, საზოგადოება ვაკუუმშია, რადგანაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2 და მზე - არ აშუქებენ ინფორმაციას არჩევნების გაყალბების შესახებ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

სამივე ტელეკომპანიით არჩევნებამდე ყოველდღე áƒ’ადიოდა პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქშოუები, თუმცა არჩევნების შეწყდა. ერთადერთი თოქშოუ, რომელიც არჩევნების შემდეგ გადაიცა, იყო ”რუსთავი 2”-ზე áƒ’უშინ ღამეს გასული დაუგეგმავი Primetime-ი (ჩვეულებრივ ეს გადაცემა ორშაბათობით და ხუთშაბათობით გადის ეთერში), სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო მოწვეული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ თოქშოუებს მომავალი კვირიდან განაახლებს. ერთადერთი ტელევიზია, რომლის ხშირი სტუმრებიც ოპოზიციური პოლიტიკოსები არიან, არის ”კავკასია”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს.   

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ თავის წინასწარ დასკვნებში განაცხადა, რომ ორმა ტელეკომპანიებმა - ”რუსთავი 2” და ”მზე”-  â€áƒáƒ¨áƒ™áƒáƒ áƒ მხარდაჭერა” გამოავლინეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაუთმეს რა მას ეთერის ყველაზე ყურებადი დრო. ”მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბალანსებულად შუქდებოდა, áƒ˜áƒ’რძნობოდა ტონი მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ,” - ნათქვამია დასკვნებში.

Civil.Ge © 2001-2024