გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან ”ლაპარაკის” შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Jan.'08 / 10:45

პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის სატელევიზიო ინტერვიუმ სიცხადე ვერ შეიტანა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლარაკებების არსში.

15 იანვარს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში საუბრისას გაჩეჩილაძემ თავი შეიკავა გამოეყენებინა სიტყვა ”მოლაპარაკებები” და სანაცვლოდ განაცხადა, რომ ”მიდის ლაპარაკი” ხელისუფლებასთან. ამით ის áƒ¨áƒ”ეცადა გაეფანტა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია თმობს თავის პოზიციას არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა კომპრომისების სანაცვლოდ.

მან განაცხადა, რომ ”მოთხოვნა არჩევნების მეორე ტურის ჩატარების და ხმების ხელახლა გადათვლის თაობაზე ძალაში რჩება”. თუმცა აშკარად თვალშისაცემი იყო ამ საკითხზე საუბრისას მისი რიტორიკის შერბილება, რამაც გარკვეულწილად áƒáƒžáƒáƒ–იციის áƒ¨áƒ”საძლო კომპრომისზე მიანიშნა. გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”რასაც ჩვენ მოვითხოვთ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. იქნება ეს საპარლამენტო არჩევნები თუ მეორე ტური - და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ტური ჩატარდეს - არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი”.

საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას მან განაცხადა: ”ჩემი სურვილია ვიხილო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის და სხვების მონაწილეობით”.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 15 იანვარს განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან რვა საკითხზე და ერთ-ერთ მათგანზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. ეს შეთანხმება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბებას. ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც თავი შეიკავეს მოლაპარაკებების დეტალებზე áƒ¡áƒáƒ£áƒ‘რისგან. 15 იანვარს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შიშობენ, რომ ზიანს მიაყენებენ მოლაპარაკებების პროცესს დეტალებზე საჯარო განცხადებების გაკეთებით. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ასევე განიხილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმირების და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.

სატელევიზიო ინტერვიუში გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”მოუთმენელი ნუ იქნებით. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან კომპრომისი არ იქნება; რაც შეეხება შედეგებს, ვნახოთ რა იქნება შედეგი ხვალ ან ზეგ”.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ დათანხმდება რაიმე თანამდებობას სააკაშვილისგან, რომელსაც ის არ მიიჩნევს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტად. ”რაიმე გარიგება თანამდებობებზე გამორიცხულია. მე იმ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც არ აღიარებს მას,” - განაცხადა მან.

გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია უზარმაზარი აქციის ჩატარებას გეგმავს 20 იანვარს - მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს. ”აქციის ადგილი და ფორმა მოგვიანებით გამოცხადდება,” - დასძინა მან.

გაჩეჩილაძე სააკაშვილს 9 იანვარს შეხვდა. მისი თქმით, იგი მას შემდეგ სააკაშვილს არ შეხვედრია.

Civil.Ge © 2001-2024